search close
picture ღონისძიება

WISG-ის გამოფენა ხიდზე, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე და Kiki-ს იუბილე

გამართვის თარიღი : 30 მარტი 2019 - 1 აპრილი 2019

“ქალთა ინიცატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) ქვიარ ღამეების სერია Kiki-ს ერთი წლის იუბილეს, ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეს, კლუბ ხიდის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მასშტაბური გაერთიანებული გამოფენით შეუერთდა.

გამოფენამ თავი მოუყარა გასულ წლებში ორგანიზაციის მიერ თანამედროვე ქართველ ხელოვანებთან და აქტივისტურ ჯგუფებთან კოლაბორაციით შექმნილ ფოტოსერიებს, ტექსტურ და ვიდეო ინსტალაციებს და სხვადასხვა ვიზუალურ მედიუმში შექმნილ ნამუშევრებს:

▪"ტრანსნარატივები: არაბინარული ამბები"

▪ "ვ/ნებები და უფლებები"

▪ "FEMALE HUMAN"

▪ “ქართლის დედების მარში”

ვიდეორეპორტაჟი გამოფენიდან: