search close
picture ღონისძიება

ტრანს მედია ხატები

გამართვის თარიღი : 20 ნოემბერი 2017

დიდი ხანი არაა, რაც ქართულ მედიაში ტრანსგენდერი ადამიანების რეპრეზენტაცია იაფფასიან შოუებს და უბედური შემთხვევების შესახებ ახალ ამბებს გასცდა, თუმცა ტრადიციული მედია საზოგადოებას ჯერ კიდევ მყარად ასაზრდოებს ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ უარყოფითი, ზედაპირული და სენსაციური სტერეოტიპებით.

20 ნოემბერს, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეს, გიწვევთ გამოფენასა და კინოჩვენებაზე, სადაც თავს მოვუყრით ბოლო პერიოდში ქართულ მედიაში წარმოდგენილ ნამუშევრებს, რომლებიც ამ სტერეოტიპების გარღვევას და ტრანსგენდერი ადამიანების ჩვეულებრივი თუ არაჩვეულებრივი ყოფის ასახვას ზედაპირზე არსებული წარმოდგენებს მიღმა ცდილობენ.

როგორ იქმნება ქართულ მედიაში ტრანსგენდერი ადამიანების სახე-ხატები და როგორ ზემოქმედებს ეს საზოგადოების განწყობებსა და თავად თემის წევრებზე - ამის შესახებ მონაწილე ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და მათი მედია ინტერესის ობიექტები მოგვიყვებიან.

მონაწილე ფოტოგრაფები:
ანკა გუჯაბიძე
მანო სვანიძე
ხატია ფსუტური
სალომე ცოფურაშვილი
ნინო ბაიდაური

დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები:
მარიას არჩევანი - ეკა ქევანიშვილი
ბიანკა - ანკა გუჯაბიძე
ნაწყვეტი ფილმიდან "ვაჩნაძის ქუჩა"
ნაწყვეტი ვიდეოდან "ქალები საქართველოდან"