search close
picture ღონისძიება

პანელ-დისკუსია: სხეულის პოლიტიკა | ისტორიული და ქვიარ ფემინისტური პერსპექტივები

გამართვის თარიღი : 8 დეკემბერი 2020

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) წარმოგიდგენთ ონლაინ პანელ-დისკუსიას: სხეულის პოლიტიკა - ისტორიული და ქვიარ ფემინისტური პერსპექტივები.
მომხსენებლები:
ლიანა კუპრეიშვილი | ცოდნისა და სხეულის პოლიტიკა - XIX-XXI სს.
როგორ ხდება ცოდნის აკუმულირება ინსტიტუციების მიერ სხეულის შეზღუდვის მიზნით საქართველოს მაგალითზე. როგორ ფუნქციონირებდა სხეულის პოლიტიკა XIXს. (რუსეთის იმპერია), XXს (საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში), და რა სურათი გვაქვს დღეს XXI საუკუნეში. მორალურიდან პოლიტიკურამდე და პირიქით. სექსუალური თავისუფლება და პროსტიტუცია, როგორც დევიანტური ქცვა. რა არის და ვინ ქმნის ნორმას. დევიაცია, როგორც სოციალური ნორმიდან გადახრა. როგორ გამოიყენება ცნება სხეულის პოლიტიკასთან მიმართებაში. დევიაციის სუბიექტურობა და გამოყენება ჯგუფების (ასევე ურბანული სივრცეების) მარგინალიზებისთვის. საზოგადოებრივი დებატები პროსტიტუციიდან გენდერულ იდენტობამდე. არა’ნორმა’ლური და ნორმალური სექსუალური პრაქტიკები.

ნუკრი ტაბიძე | რეივ კულტურა და ახალი ქვიარ სხეულები.

ადგილობრივად თუ საერთაშორისო მედიაში რეივ კულტურა ხშირად ქვიარებთან ასოცირდება. ამ კავშირს რეალური საფუძვლები აქვს. ელექტრონული მუსიკა და კლუბები ბევრი ქვიარისთვის წარმოადგენდა სოციალიზაციის მნიშვნელოვან ნაწილს. თუმცა კვეთა სტილის და გენდერული გამოხატვის ელემენტებში შემთხვევითი არ იყო. მოხსენებაზე მოისმენთ როგორ იკვეთება რეივის გლობალური საერთაშორისო კულტურის ნორმები ქვიარ სუბკულტურასთან. ამ კავშირის პოვნას კი გარდა ფიზიკური გადაკვეთებისა სხეულის პოლიტიკის და ნარკოპოლიციის ჭრილში შევხედავთ.

პანელ-დისკუსია გადაიცემა ონლაინ, 8 დეკემბერს, 17:00 საათზე, ქალთა ინიციატივების მხარდამჭრი ჯგუფის გვერდზე, facebook live-ის საშუალებით.
პანელ-დისკუსია იმართება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.

განახლება: იხილეთ პანელ-დისკუსიის ჩანაწერი