search close
picture განცხადება

აღმოსავლეთის კოალიცია: ულტრა-მემარჯვენე საფრთხე შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ

16 მარტი 2018

„აღმოსავლეთის კოალიცია ლგბტ თანასწორობისთვის“ აღშფოთებას გამოხატავს ძალადობის გამო, რომელიც 8 მარტს, კიევში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის გამო, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა განახორციელეს ოლენა შევჩენკოს, ლგბტქ არასამთავრობო ორგანიზაცია „Insight“-ის აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ.

მშვიდობიანი მარში, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა, მიზნად ისახავდა ქალების, ფემინსიტების და ქვიარ აქტივისტების მობილიზებას უკრაინაში გახშირებული ძალადობის წინააღმდეგ. დემონსტრანტებს თავს დაესხა ჯოხებით, საღებავებითა და ცრემლსადენი გაზით აღჭურვილი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფი. შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმასთან ერთად, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფმა, სახელმწოდებით National Druzhina, საჩივარი შეიტანა ოლენა შევჩენკოს, როგორც დემონსტრაციის ორგანიზატორის წინააღმდეგ, ადმინისტრაციულ დანაშაულთა კოდექსის 185-1-ის საფუძველზე, „მშვიდობიანი შეკრების პროცედურების დარღვევის გამო“.

მომჩივანთა განცხადებით, შევჩენკომ ზემოხსენებული კანონი დაარღვია დემონსტრაციაზე ისეთი პოსტერის გამოყენებით, რომელიც ეროვნულ სიმბოლიკას შეურაცხყოფდა. სადავო პოსტერზე გამოხატული იყო ქალის სხეული, რომელზეც საზოგადოებაში ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ჯგუფი ძალადობს - სახელმწიფოს, ორგანიზებული რელიგიური და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების ჩათვლით. ეს უკანასკნელი პოსტერზე გამოსახული იყო ლოგოს სახით, რომელსაც National Druzhina იყენებს და რომელიც მსგავსია, მაგრამ არა იდენტური სახელმწიფო გერბზე გამოსახული შუბისა.

ოლენა შევჩენკო სასამართლოს წინაშე პირველად 12 მარტს წარდგა, მაგრამ მოსმენა ჩაიშალა და შევჩენკო მის ადვოკატ ოკსანა გუზთან ერთად კერძო დაცვამ გაარიდან ადგილიდან, აგრესიულ მემარჯვენეთა მრავალრიცხვანი ჯგუფის მობილიზების გამო. არც სასამრთლოს დაცვას, არც პოლიციას მათ დასაცავად არაფერი გაუკეთებია. მოსამართლე კი შენობაში დარჩენის რჩევით შემოიფარგლა. მოსმენა 15 მარტისთვის გადაიდო.

შვებისმომგვრელია ის, რომ გუშინ სასამართლომ შევჩენკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა კვლავ შეშფოთებული ვართ ჩვენს რეგიონში მზარდი აგრესიის გამო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ - რომლის გამოხატულებაც ეს საქმე გახდა. როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ბევრ სხვა შემთხვევაში, ქალებისა და ლგბტქ ჯგუფების ჩართულობით, სამართალმდამცავებმა ვერც აქ მიიღეს შესაბამისი ზომები იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას თავს დაესხნენ, და ვერ უზრუნველყვეს გამოხატვის თავისუფლების დაცვა იმ უკრაინელებისთვის, რომლებმაც ქალთა მიმართ ძალადობის გამო მოაწყეს დემონსტრაცია.

ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომლ სახელმწიფო პასიურად იღებს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მცდელობას დააკავშირონ საკუთარი სიმბოლიკა ეროვნულ სიმბოლოებთან, და ამით გაავრცელონ იდეალიზებული პატრიოტული იმიჯი თავიანთი დაჯგუფებების შესახებ, განსაკუთრებით უკრაინის დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის ფონზე.

ზემოხსენებული მოვლენები არამხოლოდ უკრაინისთვისაა შემაშფოთებელი, არამედ მთელი რეგიონისთვის, რომელიც აღმოსავლური პატრნიორობის ქვეყნებს მოიცავს, და ასევე რუსეთისთვის, სადაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის უფრო და უფრო მცირე ადგილი რჩება, სანაცვლოდ კი იმატებს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მობილიზების ტალღა და შეინიშნება მთავრობების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა ამ პრობლემის მოსაგავრებლად და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასაცავად.

ჩვენ „აღმოსავლეთის კოალიცია ლგბტ თანასწორობისთვის“ წარმომადგენლები მოვუწოდებთ:

უკრაინის მთავრობას:

- სათანადოდ გამოიძიონ 8 მარტის მშვიდობიან დემონსტრაციაზე თავდასხმა

- სათანადოდ გამოიძიონ ოლენა შევჩენკოს მიმართ ულტრა0მემარჯვენე ჯგუფის მხრიდან განხორცილებული ძალადობა.

საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ მისიებს, გაეროსა და ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის სტრუქტურებს:

-გააძლიერონ ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე, იმ ვალდებულებთა შეხსენებით, რომელიც უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე აქვს, მათ შორის ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების ფარგლებში;

- გააძლიერონ ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა უზრუნველყონ ოლენა შევჩენკოს, მისი ოჯახისა და კოლეგების ფიზიკური უსაფრთხოება;

- გამოხატონ ქმედითი პოზიცია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის ფაქტებისა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის გამო, რომელიც მთელს რეგიონში ნათელ ტენდენციად ჩამოყალიბდა.