search close
picture განცხადება

#FiveFilms4Freedom 2018 წელს ბრუნდება

19 მარტი 2018

მსოფლიოს ყველაზე ფართოდ გავრცელებული ლგბტქ+ ციფრული კამპანია ბრუნდება უკვე მეოთხედ 2018 წლის 21 მარტიდან 1 აპრილამდე.

ბრიტანეთის საბჭო, BFI Flare-თან თანამშრომლობით, ლონდონის ლგბტქ ფილმების ფესტივალის ფარგლებში ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოსთვის ხუთ ლგბტქ+ თემატიკის მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელთა ყურებაც ონლაინ უფასოდ იქნება შესაძლებელი 12 დღის განმავლობაში. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ხუთივე ფილმი ნახოთ ბრიტანეთის საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით.

პროგრამა, რომელიც წარმოაჩენს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კინორეჟისორებს, შერჩეულია BFI Flare ფესტივალის მიერ და სწორედ ამ ფესტივალის მიმდინარეობისას იქნება ხელმისაწვდომი.

შემოგვიერთდით ტვიტერზე: #FiveFilms4Freedom

სუბტიტრები: თქვენ შესაძლებლობა გექნებათ უყუროთ ფილმებს ინგლისური, არაბული, ჩინური, რუსული და ლათინო-ამერიკული ესპანური სუბტიტრებით. თქვენთვის სასურველი ენის შესარჩევად დააჭირეთ პარამეტრების დაყენების ღილაკს ვიდეო ფლეიერზე და შემდეგ 'Subtitles/CC'. სუბტირების გამოსართავად დააჭირეთ 'CC' თქვენს ფლეიერზე.

BFI Flare

British Council Film

United Nations Free & Equal