search close
picture განცხადება

ქალგმირები (3 ამბავი) - WISG-ის ახალი ანიმაციური პროექტი

1 აპრილი 2019
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) წარმოგიდგენთ მოკლე ანიმაციურ ფილმს და WISG-ის ახალ პროექტს, რომელიც საქართველოს ისტორიიდან შთამაგონებელი ქალების დავიწყებულ და ნაკლებად წარმოჩენილ ისტორიებს გვიყვება.
"ქალგმირები (3 ამბავი)" ანიმაციურ ფილმად გაცოცხლებული ისტორიაა XVIII საუკუნის ქართლში მცხოვრები სამი უჩვეულო სიმამაცის მქონე ქალისა - თამარ ვაშლოვნელი, თინა წავკისელი და ანა ბაჯი. ფილმის პრემიერა 8 მარტს, ფემინისტური ფილმების ფესტივალზე "როზადან სიმონამდე" გაიმართა.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი მადლობას უხდის ფილმის დამზადებაში მონაწილე ყველა ადამიანს და კომპანიას:
ილუსტერატორი: Anuk Beluga
ანიმირება: სტუდია Animatory
სცენარი: ირმა ჩუბინიძე
ხმა და მუსიკა: Post Red Audio