search close
picture განცხადება

დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატის განახლების შესახებ

12 ივლისი 2019

12 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგის) ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის თაობაზე დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატის განახლების რეზოლუცია მიიღო, რაც საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ლგბტ თემისა და ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშველოვანი გადაწყვეტილებაა.

გაეროში დამოუკიდებელი ექსპერტი 2018 წლიდან ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზია, რომელიც საქართველოს გასულ წელს ესტუმრა და ვიზიტის ფარგლებში, WISG-ის ორგანიზებით, იმ ქართველ ტრანს აპლიკანტებსაც შეხვდა, რომელთა საქმეები, გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ, სტრასბურგის გადაწყვეტილებას ელოდება. ბორლოზმა გაეროს ამ ვიზიტის შედეგად საქართველო შესახებ მომზადებული ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

„დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატის განახლების გადაწყვეტილებით საბჭოს შეუძლია ნათელი მესიჯით დაგვანახოს, რომ ძალადობა და დისკრიმინაცია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ არ იქნება შეწყალებული. გასაკუთრებული, მდგრადი და სისტემატური ყურადღებაა საჭირო ადამიანის უფლებათა დარღვევის ასეთი ფაქტების აღმოსაფხვრელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ლგბტ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა.“ - ნათქვამია კაპმანიის განცხადებაში, რომელშიც დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატის გაგრძელებისკენ მოწოდებით მონაწილეობა 1312-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 174 სახელმწიფოდან და იურისდიქციის მქონე ტერიტორიიდან მიიღო.

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის მოვალეობაა შეაფასოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნორმების იმპლემენტაცია, სახელმწიფოებთან საუბრის საშუალებით, ასევე გაეროსა და რეგიონის სხვა მექანიზმებთან თანამშრომლობა ძალადობის და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

2016 წლიდან ექსპერტის გლობალური ვიზიტებით, მათ შორის არგენტინაში, საქართველოში, მოზამბიკსა და უკრაინაში, ამ მანდატის მუშაობის საშულებით, ისეთი საკითხების საერთაშორისო დონეზე ხაზგასმა მოხდა, როგორიცაა ერთი და იმავე სქესის პირების ურთიერთობების კრიმინალიზების გავლენა, გენდერის სამართლებრივი აღიარების არარსებობა (საქართველო), სოგის საკითხებთან დაკავშირებული სპეციფიკური მონაცემების შეგროვების მნიშვნელობა და დისკრიმინაციის პრევენციის კარგი პრაქტიკები.