search close
picture განცხადება

WISG-მა მაია ასათიანის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

5 ნოემბერი 2020

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერის ჯგუფის” (WISG) განცხადება რუსთავი 2-ის, გადაცემა “პროფილის” წამყვანის მაია ასათიანის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ეთერში 2020 წლის 22 ოქტომბერს გავიდა.

WISG-ის განმარტებით, გასულ გადაცემაში წამყვანმა ხელი შეუწყო ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და მათდამი არსებული სტიგმის გაძლიერებას.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერის ჯგუფი” (WISG) დავობს დისკრიმინაციის წახალისების (მეშვიდე) პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.