search close
picture განცხადება

WISG ევროპის საერთაშორისო ინტერსექს ორგანიზაციის (OII EUROPE) მხარდამჭერი წევრი გახდა

21 დეკემბერი 2020

სიხარულით გაცნობებთ, რომ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ევროპის საერთაშორისო ინტერსექს ორგანიზაციის OII Europe (Organisation Intersex International Europe) მხარდამჭერი წევრი გახდა!

რა არის OII Europe?

OII Europe ქოლგა ორგანიზაციაა, რომელიც ინტერსექს საკითხებზე მომუშავე ევროპულ ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს აერთიანებს.  OII Europe დაარსდა 2012 წელს, სტოკჰოლმში გამართული მეორე ინტერსექს ფორუმის დროს, ადამიანის უფლებთა საერთაშორისო დღეს, 10 დეკემბერს, და რეგისტრირებულია, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია 2016 წლიდან.

OII Europe, თავის მხრივ, აფილირებული ავტონომიური წევრია ინტერსექს ორგანიზაციების დეცენტრალიზებული გლობალური ქსელისა OII (Organisation Internationale des Intersexués), რომელიც დაარსდა 2003 წელის და მას შემდეგ ოპერირებს ეროვნული ჯგუფების მეშვეობით მსოფლიოს ყველა რეგიონში.

OII Europe-ის მიზნები

OII Europe მუშაობს მალტას დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც 2013 წელს, მესამე ინტერნაციონალურ ინტერსექს ფორუმზე შემუშავდა და რომლის მიზნებია:

  • ინტერსექსი ადამიანების ადამიანის უფლებათა, სხეულებრივი ინტეგრაციისა და თვითგამორკვევის სრული იმპლემენტაცია.
  • იძულებითი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის სამართლებრივად აკრძალვა; სამედიცინო პრაქტიკოსებმა და სხვა    პროფესიონალებმა არ უნდა წარმართონ არავითარი მკურნალობა სქესის მახასიათებლების ცვლილების მიზნით, სანამ ადამიანს,  რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს მკურნალობა, არ შეეძლება ინფორმირებული თანხმობა.
  • მუშაობა ინტერსექს ადამიანების თვით-შემეცნების, ხილვადობისა და აღიარებისთვის.
  • დისკრიმინაციისგან სრული დაცვა და დაცვის პირობად სქესის მახასიათებლების აღიარება.
  • საზოგადოების განათლება ინტერსექს საკითხებზე, ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან.

ვინ არიან ინტერსექს ადამიანები?

ინტერსექსი ქოლგა ტერმინია. ინტერსექსი ინდივიდები იბადებიან სქესის მახასიათებლებით, რომლებიც, ერთდროულად მდედრობითი და მამრობითია, ან არასრულად მდედრობითი და მამრობითია, ან არ არის მდედრობითი ან მამრობითი.

ინტესექსი ადამიანების სქესის მახასიათებლები და სხეულები ადამიანის სქესთა ჯანმრთელი ვარიაციებია. სქესის მახასიათებლების ვარიაციები, შესაძლოა, არ ჩანდეს დაბადებისას. ინტესექს სხეულები, როგორც ინტერსექსი, შესაძლოა ხილული იყოს დაბადებამდე, დაბადებისას, ბავშვობის, მოზარდობის, ან მოზრდილობის პერიოდში. ადამიანმა საკუთარი ინტერსექს მდგომარეობა შეიძლება გაიაზროს, როგორც ძალიან ადრეულ, ისე მოგვიანებით ასაკში.   

რა არის ადამიანის უფლებათა გამოწვევები, რაც ინტერსექს ადამიანებს აქვთ?

  • მათი სხეულების პათოლოგიზება
  • სამედიცინო ინტერვეციები პერსონალური, წინასწარი, მუდმივი და სრულად ინფორმირებული თანხმობის გარეშე.
  • მათი სხეულებრივი ინტეგრირების დარღვევა
  • ფსიქოლოგიური ტავმა
  • უხილავობა
  • სტიგმა
  • სტრუქტურული და ვერბალური დისკრიმინაცია
  • ძალადობა
  • რელევანტურ და /ან საჭირო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა.
  • სამართლებრივი აღირების არარსებობა.

 მდგომარეობა საქართველოში და WISG-ის ადვოკაცია

დღეს საქართველოში მცხოვრები ინტერსექსი ადამიანები და, განსაკუთრებით - ჩვილები, მრავალ გამოწვევას აწყდებიან, მათ შორისაა სქესის ნორმალიზაციის ქირურგიული ოპერაციებიც. WISG-ის ადვოკატირების შედეგად, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია „ინტერსექსი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა, მათ შორის, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით (თავის 15. 15.3.3)[1] თუმცა, ამ მიმართულებით, აქამდე არცერთი ღონისძიება ჩატარებულა და ბუნდოვანია გეგმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ხედვაც.

WISG, ამ ეტაპზე, ინტერსექსი თემის მობილიზების და სერვისების მიწოდების მიმართულებით მუშაობს და მრავალ გამოწვევას აწყდება. ვიმედოვნებთ, რომ OII Europe-ის მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, შევძლებთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ ინტერსექსი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.