search close
picture განცხადება

ხუთი ფილმი თავისუფლებისთვის - ლგბტიქ+ ციფრული ფესტივალი 2021

19 მარტი 2021

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ლგბტიქ+ ციფრული ფესტივალი დაბრუნდა.

ბრიტანეთის საბჭო, BFI Flare-თან თანამშრომლობით, ლონდონის ლგბტიქ+ ფილმების ფესტივალის ფარგლებში, ხუთ მოკლემეტრაჟიან ფილმს წარმოადგენს, რომელთა ონლაინ ყურება შესაძლებელია 28 მარტამდე.

ფილმები შეგიძლიათ ნახოთ ვებსაიტზეFiveFilmsForFreedom - LGBTIQ+ short film programme

პროგრამა, რომელიც წარმოაჩენს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კინორეჟისორებს, მიმდინარე წელს ქვიარ ამბებს მოგვითხრობს ინდოეთიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან. ფილმების პროგრამა შერჩეულია BFI Flare ფესტივალის მიერ და სწორედ ამ ფესტივალის მიმდინარეობისასაა ხელმისაწვდომი.

კამპანიას შეგიძლიათ შეუერთდეთ ტვიტერზეც: #FiveFilms4Freedom