search close
picture განცხადება

WISG-მა ტრანს საკითხებზე მომზადებული პოლიტიკის 2 ახალი დოკუმენტი წარადგინა

6 ივნისი 2022

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) ტრანს სპეციფიკური ჯანდაცვის სერვისებისა და გენდერის სამართლებრივი აღიარების თაობაზე მომზადებული პოლიტიკის ახალი დოკუმენტები წარადგინა.

პოლიტიკის დოკუმენტები შეიქმნა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, ლგბტქი სათემო ორგანიზაციებისა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ასევე ქვიარ და ფემინისტი აქტივისტებისთვის, სტუდენტებისთვის, გენდერისა და ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისა და ტრანს თემის მოკავშირეებისთვის.

დოკუმენტები დაინტერესებულ ჯგუფებს დაეხმარება გენდერის სამართლებრივი აღიარების ადვოკატირებაში, ასევე ტრანს თემისა და მოკავშირეების მობილიზებაში ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა ტრანს სპეციფიკური ჯანდაცვის პროგრამების საჭიროება და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

პოლიტიკის დოკუმენტები გენდერის სამართლებრივი აღიარებისა და ტრანს სპეციფიკური ჯანდაცვის სერვისების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები უწყებების საქმიანობას აფასებს და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებებს.

პოლიტიკის დოკუმენტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:

გენდერის სამართლებრივი აღიარება საქართველოში - პოლიტიკის დოკუმენტი

ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის სერვისები - პოლიტიკის დოკუმენტი