search close
picture განცხადება

2013 წლის 17 მაისის საქმეში ბრალდებული პირები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

23 ოქტომბერი 2015

23 ოქტომბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის საფუძველზე ბრალდებულ პირთა განაჩენი გამოაცხადა: სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ირაკლი ბასილაია (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე); ტიტალ დავრიშიანი, ბექა სალუქვაძე და გიორგი ბასიაშვილი.
ბრალდებულდა პირთა სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.