search close
picture განცხადება

WISG-ის უახლესი კვლევა: როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ლგბტ ჯგუფის მიმართ

3 ივნისი 2016

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების დამო­კიდებულების შეფასება ლგბტ ადამიანების მიმართ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა რე­კომენდაციებისა და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუ­შავება ჰომო/ბი/ტრანსფობიის დასაძლევად ქვეყანაში. კვლევისას გამოყენებული იქნა როგორც რაოდენობრი­ვი, ისე თვისებრივი მეთოდები. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში გამოიკითხა 18­65 წლის ასაკობრივი ჯგუფის 2 000 რესპონდენტი. კვლევა რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის და ადგილმდებარეობის მიხედვით.

კვლევამ აჩვენა, რომ:

  • ლგბტი ადამიანებზე ძალადობის ფაქტები, უმეტესწილად აღიქმება როგორც ცალკეული და განყენებული შემთხვევები და არა ერთიანი სისტემუ­რი ძალადობის ნაწილი. ამასთან, ძალადობად განიხილება მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფა. ფსიქოლოგიური ზეწოლა, მარგინალიზაცია, ბულინგი, მკურნალობის იძულება, სახლიდან გამოგდება, ძალადობის სხვა ფორ­მები, ისევე როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავი­სუფლების შეზღუდვა ხშირად არც კი აღიქმება ძალა­დობად ან უფლებების დარღვევად;
  • რაოდენობრივმა კვლევამ აჩვენა, რომ ნეგატიური განწ­ყობები ლგბტ ჯგუფის მიმართ საკმაოდ ძლიერია საქარ­თველოში. ამასთან, ცალკეული ჯგუფის მიმართ დამო­კიდებულებები გასხვავდება ერთმანეთისგან როგორც სიმძაფრით, ისე ბუნებით. რესპონდენტები უფრო ნეგა­ტიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ბისექსუალი და გენდერულად არაკონფორმული კაცების მიმართ, ვიდრე ბისექსუალი და გენდერულად არაკონფორმული ქალე­ბის მიმართ;
  • ლესბოსელებისა და გეების მიმართ დამო­კიდებულებები ერთნაირად ნეგატიურია;
  • ნაცნობობა/კონტაქტი ლგბტი ჯგუფის წევრებთან პო­ზიტიურ გავლენას ახდენს როგორც ატიტუდებზე, ისე დამოკიდებულებაზე ჯგუფის უფლებრივი მდგომარე­ობის მიმართ. ამასთან, ის რესპონდენტები, ვინც უშუ­ალოდ იცნობს ჯგუფის ერთ წარმომადგენელს მაინც, ნაკლებად იზიარებს სტერეოტიპებსა და მითებს ჰომო­სექსუალობის შესახებ;
  • საზოგადოებაში ბიფობიური განწყობები უფრო მძლავ­რია, ვიდრე ჰომოფობიური;
  • ჰომო/ბი/ტრანსფობიური დამოკიდებულებები თბილისში ყველა­ზე დაბალია;
  • კაცი რესპონდენტები უფრო მაღალი მაჩ­ვენებლებით გამოირჩევიან ჰომო/ბი/ტრანსფობიის სკა­ლაზე, ვიდრე ქალები (გამონაკლისს წარმოადგენს და­მოკიდებულება ლესბოსელების მიმართ. ქალები უფრო აგრესიულად არიან განწყობილი ლესბოსელების, ვიდრე გეების მიმართ);
  • რაც უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება რესპონდენტი, მით უფრო იზრდება ნეგა­ტიური განწყობები ჯგუფის მიმართ.

კვლევის სხვა მიგნებებისა და შედეგების სრულად სანახავად, გადადით ანგარიშის ბმულზე: "წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე: საზოგადოების ცოდნა, ინფორმირებულობა და დამოკიდებულება ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ"

კვლევის ანგარიში - “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე: საზოგადოების ცოდნის, ინფორმირე­ბულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათიუფლებრივი თანასწორობის მიმართ” – მომზადებულია „ქალთა ინიციატივების მხარდამ ჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ, ევროკავშირის მიერ და ­ფინანსებული პროექტის ფარგლებში – „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში”, რო­მელსაც ახორციელებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო.