search close
picture პოლიტიკის დოკუმენტი

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ლგბტი პირთა მიმართ: გამოწვევები და პერსპექტივები

8 დეკემბერი 2016

ილგა ევროპის მიერ დაფინანსებული პროექტის – "საქართველოში ლგბტ ადამიანების სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისაგან დაცულობის ხელშეწყობა" – ფარგლებში 28 ნოემბერს, 17:00-ზე სასტუმრო რედისონში "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" (WISG) მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წაიკითხა მოხსენება ომბუდსმენის ოფისის მიერ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილების და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული 2016 წლის სპეციალური ანგარიშიდან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ქეისებზე. "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) წარმომადგენელმა, ეკა აღდგომელაშვილმა წარმოადგინა WISG-ის მიერ მომზადებული ახალი პოლიტიკის დოკუმენტი – "სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ლგბტი პირთა მიმართ: გამოწვევები და პერსპექტივები", – რომელშიც განხილულია სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური ქვედანაყოფების წარმატებული ფუნქციონირების მაგალითები. ამასთანავე, პუბლიკაცია მოიცავს რეკომენდაციებს საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, შსს–ის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები; აშშ-ის, ჰოლანდიის, შვედეთის საელჩოების წარმომადგენლები; ევროსაბჭოს წარმომადგენელი; ILGA-ევროპისა და TGEU (Transgender Europe)-ის წარმომადგენლები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

WISG-ის მიერ მომზადებული ახალი პოლიტიკის დოკუმენტის წასაკითხად დააჭირეთ აქ: სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ლგბტი პირთა მიმართ: გამოწვევები და პერსპექტივები.