search close
picture ანგარიში

დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში

28 მაისი 2018

მოცემული ანგარიში აანალიზებს 2017 წელს, საქართველოში ცალკეულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების რეალიზებას და ასახავს დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით არსებულს მდგომარეობას, ძირითად გამოწვევებს, სახელმწიფოს პოლიტიკას, კანონმდებლობასა და პრაქტიკას. დოკუმენტი, "კოალიცია თანასწორობისთვის" მიერ მომზადებული რიგით მეორე ანგარიშია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას და თანასწორობის უზრუნველყოფას.

დოკუმენტში გაანალიზებულია ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებით წლის განმავლობაში განვითარებული ძირითადი მოვლენები. იგი აერთიანებს ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების, ლგბტქი ადამიანების, არადომინანტი რელიგიური ჯგუფების, ეთნიკური უმცირესობების, სექსმუშაკებისა და სტიქიური მოვლენების შდეგად დაზარალებული პირების დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას, ასევე-აზერბაიჯანიდან დევნილ დისიდენტებსა და ჩაღლარის სკოლებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ანგარიში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას სტავაზობს რეკომენდაციებს აღნიშნულ ჯგუფთა თანასწორობის უფლების ეფექტური რეალიზების მიზნით.

ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში