search close
picture პოლიტიკის დოკუმენტი

ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის სერვისები - პოლიტიკის დოკუმენტი 2022

16 ივნისი 2022

წინამდებარე დოკუმენტი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, ლგბტი სათემო ორგანიზაციებისა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის შეიქმნა, ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის ადვოკატირების პროცესში გამოსაყენებლად.

დოკუმენტის მიზანია ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები უწყებების, მათ შორის საქართველოს მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების საქმიანობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

დოკუმენტის მზადების პროცესში დამუშავდა საქართველოსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობა და ადმინისტრაციული რეგულაციები, მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები, ტრანს ადამიანებთან ჩატარებული კვლევები და პოლიტიკის დოკუმენტები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ასევე, შეგროვდა ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის სერვისის გამწევ ორგანიზაციებთან და დამუშავდა მოწოდებული მონაცემები.

ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის სერვისები - პოლიტიკის დოკუმენტი