search close
picture კვლევა

დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ლგბტ პირთა მიმართ

30 სექტემბერი 2015

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG) 2015 წელს ჩაატარა კვლევა “დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ლგბტ პირთა მიმართ”. კვლევის მიზანს წარმოადგენდა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საფუძველზე დისკრიმინაციასა და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარემო, მათი განხორციელებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანობის ანალიზი, შეფასება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება საკანონმდებლო გარემოსა და დე-ფაქტო მდგომარეობას შორის არსებული განსხვავების შემცირების მიზნით.

კვლევისას გამოყენებული იყო თვისებრივი კვლევის მეთოდები. სამაგიდო კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო გარემო, მათი განხორციელებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტები. ანალიზი ასევე ეყრდნობა „ქალთა ინიციატივების
მხარდამჭერი ჯგუფის”(WISG) მიერ მოპოვებულ და დოკუმენტირებულ მასალებს (დოკუმენტირებული ქეისები უფლებათა დარღვევის
შესახებ, ლგბტ ჯგუფის წევრებთან ჩაწერილი ინტერევიუები, ფოკუს-ჯგუფებისა და სამართლებრივ საკითხებზე ლგბტ ჯგუფის წევრებთან პროექტის ფარგლებში ჩატარებული ვორკშოფების დროს მოგროვებული მასალები, 2012-14 წლებში ორგანიზაციის მიერ
მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიშები და რაოდენობრივი კვლევები), სხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული
კვლევები და ანგარიშები (EMC, „იდენტობა”, GYLA), სახალხო დამცველის 2013 და 2014 წლის წლიური ანგარიშები, რელევანტური სახელმწიფო ინსტიტუციებიდან მიღებული პასუხები ორგანიზაციის კითხვებზე.

კვლევის ანგარიში მომზადებულია პროექტ „ლგბტ ადამიანთა სამართლებრივი დახმარების” ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია NED (National Endowment for Democracy).

კვლევის ელექტრონული, ორენოვანი ანგარიში შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ლგბტ პირთა მიმართ.