search close

"როზადან სიმონამდე" 2019

11 მარტი 2019

ფემინისტური ფილმების ფესტივალის "როზადან სიმონამდე" 2019 წლის გამოშვებას 8-10 მარტს Politika-მ უმასპინძლა.

სხეული და სექსუალობა ის თემებია, რომელსაც ფესტივალის მონაწილე ფილმები სხვადასხვა ასპექტში იკვლევენ. ფესტივალი გაიხსნა WISG-ის ანიმაციური ფილმით „ქალგმირები (3 ამბავი)“. თამარ ვაშლოვნელის, თინა წავკისელის და ანა ბაჯის გაბედული და უჩვეულო ცხოვრების ამბები მხატვარმა ანუკ ბელუგამ და სტუდიამ Animatory  გააცოცხლეს.

პრემიერის შემდეგ გაიმართა ფისოლოფოსის და გენდერის მკვლევარის ლელა გაფრინდაშვილის ლექცია „ამაძონები, დედები და ქალები“.

ფემინისტური ფილმების ფესტივალს „როზადან სიმონამდე“ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ყოველწლიურად 8 მარტის კვირაში წარმოგიდგენთ.