search close

ღამე და დღე | ტრანს პერფორმანსი

7 ივლისი 2020

"ღამე და დღე" იმპროვიზაციული ტრანს პერფორმანსია, რომელიც თბილისში ტრანს თემის და არტისტ მარეიკე ვენცელის თანამშრომლობით შეიქმნა.

წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს.

მითოლოგიისა და რეალობის ამგვარი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.

ტრანს თემისთვის მარეიკესთან მუშაობა უნიკალური გამოცდილება აღმოჩნდა. პერფორმანსის სიუჟეტი და მითოლოგიური პერსონაჟები მონაწილეებმა ერთობლივად დაამუშავეს, როგორც პერფომანსის თანაავტორებმა. მათ ტრანს თემის ყოველდღიური ცხოვრება, იმპროვიზაციული და ინტერაქციული ელემენტების უხვი გამოყენებით, ჯერ რელობიდან სცენაზე გადაიტანეს, შემდეგ კი სცენიდან რეალობას დაუბრუნეს.

"ღამე და დღეს" პირველი წარმოდგენა 2018 წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიისთვის მოეწყო. განმეორებითი წარმოდგენა კი, ნაწილობრივ განახლებული შემოადგენლობით, 2019 წელს - ტრანს ხილვადობის საერთაშორისო დღის აღსანიშნად შედგა.