search close

ნინო ხუროშვილი, მაია დარჩიძე - აჭარელი ქალი მლხენელები (ფემინისტური ფორუმი, 2022)

18 იანვარი 2023
მულტიდისციპლინური კვლევა - ბოტანიკოსების, ფოტოგრაფების, მხატვრებისა და მოხალისეების მონაწილეობით - მაღალმთიანი აჭარის იალაღებზე მცხოვრები, მემთევრი ქალი მლხენელების ცოდნის შეგროვებასა და დოკუმენტაციას მოიცავს. მაღალმთიანი აჭარა განსაკუთრებულია თავისი კულტურული, კლიმატური თუ მცენარეული მრავალფეროვნებით. მომხსენებლები იალაღებზე თვეობით ასული მემთევრი ქალების მცენარეული ცოდნისა და დალხენის პრაქტიკებზე გვიყვებიან, და მათ მიერ შექმნილ ჰერბარიუმსა და სხვა ვიზუალურ მასალას წარმოგვიდგენენ.

კვლევითი პროექტის გვერდი ინსტაგრამ-ზე: @women_healers_adjara

ფორუმის სხვა სესიების ვიდეო ჩანაწერები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube არხზე:

Facebook: @WISG.org 
Instagram: @thisiswisg