"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" 8 დეკემბერს კიდევ ერთი ღონისძიებით აღნიშნა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია. გამოფენა "ვნებები და უფლებები" თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებს წარმოადგენს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის 16 ნამუშევარი აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა.
გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჩიძე.
გამოფენა 9 დეკემბერს საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება.