ფორუმის 2023 წლის კონცეფცია
22 სექტემბერი
დღის თემა: ცოდნა და არცოდნა: ძალაუფლება, პოლიტიკა და ეპისტემური პასუხისმგებლობა
დღის მასპინძელი: თამარ ცხადაძე
როცა ცოდნაზე, მის პოლიტიკურობაზე, მის იერარქიულობაზე თუ ემანსიპატორულ ძალაზე ფემინისტური და ქვიარ პერსპექტივებიდან ვმსჯელობთ, ერთ-ერთი თემა, რომელიც ბუნებრივად იქცევს ყურადღებას, არის თვითონ ფემინისტური და ქვიარ ცოდნის სტატუსი, როლი და სამომავლო პერსპექტივები. ეს ცოდნა, რასაკვირველია, არ დაიყვანება აკადემიურ და კვლევით ინსტიტუტებში შექმნილ ცოდნაზე, მაგრამ აკადემიურ სივრცეში ინსტიტუციონალიზებაც მისი ისტორიისა და დღევანდელობის მნიშვნელოვანი და საინტერესო ასპექტია.
10:30 – 11:00 რეგისტრაცია
11:00 – 11:30 მისალმება
ეკა წერეთელი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ქალთა ფონდი საქართველოში (tbc)
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო (tbc)
11:30 – 12:00 შესავალი სიტყვა: თამარ ცხადაძე
იმპერიალიზმი და ცოდნის ეთიკა — არსებული იერარქიები და ნორმები.
12:00 – 13:00 სადისკუსიო პანელი: იერარქიები ფემინისტურ ცოდნაში - ლოკალური და გლობალური, აკადემიური და აქტივისტური, და სხვა - ნაციონალიზმი, მილიტარიზმი
მოდერატორი: ლიკა ჯალაღანია
მონაწილეები: გალინა იარმანოვა, ნარგიზა არჯევანიძე, ნუკრი ტაბიძე
13:00 – 13:45 დისკუსია
13:45 – 14:15 შესვენება
14:15 – 15:00 დღის მომხსენებელი: მადინა ტლოსტანოვა
მოდერატორი: თამარ ცხადაძე
15:00 – 15:30 დისკუსია
15:30 – 16:30 ლანჩი
16:30 – 17:45 სადისკუსიო პანელი: გენდერის კვლევა - როგორც დისციპლინა და ცოდნის ინსტიტუტი, როგორც ფემინისტური და ქვიარ პრაქტიკა, და როგორც პოლიტიკური ბრძოლის ველი
მოდერატორი: თამარ ცხადაძე
მონაწილეები: თათა ბურდული, გიგა კარაპეტიანი, მარინე ჩიტაშვილი, ნინო ჯავახიშვილი
17:45 – 18:30 დისკუსია
23 სექტემბერი
დღის თემა: ცოდნის დეკოლონიზაცია და ეპისტემოლოგიური მრავალხმოვანება, როგორც ანტიკოლონიური ფემინისტური პრაქტიკა
დღის მასპინძელი: მაია ბარქაია
უთანასწორობით დაღდასმული სამყარო ძალაუფლების უხილავი ქსელითაა მოქსოვილი. ანტიკოლონიური ფემინისტური პრაქტიკა ძალაუფლების იმ შრეებს ააშკარავებს, რომლებსაც სტატისტიკით ვერ მოვიხელთებთ და ამხელს ძალაუფლების მიერ საგულდაგულოდ გაბუნდოვანებულ კავშირებს - ჩაგრულთა ბედის კავშირს დედამიწის ბედთან; კავშირს კოლონიალიზმს, კაპიტალიზმს, მოდერნულ პატრიარქატსა და ბუნების უკუქცევად განადგურებას შორის. ყოველდღიურობაში განსხეულებულ უსამართლობას წინ უსწრებს ცოდნისა და გონების კოლონიზაცია, რომლის მიზანი ადამიანთა მოდგმისთვის ისტორიული ამნეზიის საშუალებით დომინაციის ლოგიკის თავსმოხვევაა. ანტიკოლონიური ფემინისტური პრაქტიკის ამოცანა კი ამ ამნეზიური სინდრომის დაძლევა და მეხსიერების გაცოცხლებაა, რათა გავიხსენოთ ადამიანისა და პლანეტის ურთიერთგადაჯაჭვულობა და დავუპირისპირდეთ დომინაციაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.
ანტიკოლონიური ფემინიზმი წამოჭრის მწვავე კითხვებს: რამდენად შეიძლება ცოდნაში ჩაქსოვილი ძალაუფლების ქსელიდან გათავისუფლება? ვისი თვალთახედვით და ვისთვის იქმნება ცოდნა? ვისი გამოცდილებაა გარიყული? როგორ ვაქციოთ განაპირა (marginal) გამოცდილებები ცენტრალურად? როგორ გავხადოთ შესაძლებელი ეპისტემოლოგიური მრავალხმოვანება? როგორ წარმოგვიდგენია ქვიარ დეკოლონიური წინააღმდეგობა? რა ადგილი აქვს ხელოვნებას ანტიკოლონიურ პრაქტიკაში? ვინაიდან აზროვნების დეკოლონიზაცია წინ უსწრებს განსხვავებულად მოქმედების სურვილს, ფორუმზე ვიმსჯელებთ, როგორც ცოდნების შექმნის, ისე აქტივიზმისა და ქმედების ალტერნატიულ გზებზე.
10:30 – 11:00 მისალმება, ყავა/ჩაი
11:00 – 11:30 შესავალი სიტყვა: მაია ბარქაია
ცოდნების მრავალხმოვანება, როგორც ანტიკოლონიური ფემინისტური პრაქტიკა: პოსტკოლონიური და პოსტსოციალისტური დიალოგები
11:30 – 12:30 სადისკუსიო პანელი: დეკოლონიზაციის პრაქტიკის ძიებაში ცოდნისა და აქტივიზმის ველზე
მოდერატორი: ელისაბედ გედევანიშვილი
მონაწილეები: ალექსანდრა აროშვილი, ანა ბერია, თათია დვალი
12:30 – 13:00 დისკუსია
13:00 – 13:30 შესვენება
13:30 – 14:30 სადისკუსიო პანელი: აკადემიური და გეოგრაფიული ცენტრების მიღმა: ცოდნის შექმნის და ურთიერთგაცვლის ალტერნატიული სივრცეები და პრაქტიკა ხელოვნებასა და აქტივიზმში.
მოდერატორი: ნათან გულიაშვილი
მონაწილეები: ანა მიქაძე, ანანო სურმავა, ნინო ხარჩილავა, დანი მერებაშვილი
14:30 – 15:00 დისკუსია
15:00 – 16:30 ლანჩი
16:30 – 17:15 დღის მომხსენებელი: კავიტა კრიშნანი
17:15 – 18:00 დისკუსია
18:00 – 18:15 შესვენება
18:15 – 19:30 დღის რეფლექსია და მოდერირებული დისკუსია
მოდერატორი: მაია ბარქაია
24 სექტემბერი
დღის თემა: ხელოვნება, როგორც ცოდნის შექმნისა და გადაცემის მედიუმი, ქვიარ-ფემინისტური აქტივიზმი და წინააღმდეგობა
დღის მასპინძელი: ნათან გულიაშვილი
მესამე დღეს ვიმსჯელებთ ხელოვნების როლზე ცოდნის წარმოების და გაზიარების პროცესში და ვეცდებით მოვსაზღვროთ მისი მნიშვნელობა სოციალურ ცვლილებებსა და აქტივიზმში. ბოჭავს თუ არა აქტივისტური ფუნქციის დაკისრება შემოქმედებით პროცესს? რა მნიშვნელობა აქვს ხელოვნების წარმოების პირობების ტრანსფორმაციას სხვადასხვა ცოდნის აღმოცენებაში? ფილმი გეი წყვილის შესახებ ავტომატურად ქვიარ ფილმია? ან, რას ვგულისხმობთ ხელოვნების გაქვიარებაში? ამ და სხვა თემებზე რეფლექსიისთვის, დღის დასაწყისში წინა დღეებში დალექილ ფემინისტურ მსჯელობებს პარალელური სახელოსნოების ფორმატში მოვსინჯავთ და ამ გზით ჩვენთვის მნიშვნელოვან ფემინისტურ კონცეფციებს, მეთოდებს და ეთიკას შევეხებით. ხოლო შემდეგ სივრცეს დავუთმობთ პანელ დისკუსიას, ფილმების ჩვენებას. აქ უფრო ვრცლად, არტისტებთან ერთად ვიმსჯელებთ, თუ რა გავლენას ახდენს ხელოვნების ინსტიტუციონალიზაცია რესურსების გადანაწილებაზე, ცოდნის წარმოებასა და ზოგადად შემოქმედებით პროცესზე; კრიტიკას დავტვირთავთ ხელოვნების სფეროში არსებული დეკოლონიური პრაქტიკების წინ წამოწევით. ამასთანავე, დღევანდელი პლანეტარული კრიზისების გათვალისწინებით, ვიმსჯელებთ შემოქმედებითი პროცესების ინსტრუმენტალიზაციის საშიშროებაზე და ვისაუბრებთ ქალთა, ზრუნვის, ქვიარ, ომის და ეკოლოგიური კრიზისების რეპრეზენტაციის ეთიკაზე.
10:30 – 11:00 მისალმება, ყავა/ჩაი
11:00 – 13:00 პარალელური სახელოსნოები:
o ფემინისტური კვლევის მეთოდები
მოდერატორი: სონა ბალდრიანი
o ზეპირი ისტორიები
მოდერატორი: თინათინ ხომერიკი
o ფემინისტური შრიფტი დიზაინში
მოდერატორები: ანა მიქაძე
(*გაეცანით თითოეული სახელოსნოს აღწერას დღის წესრიგის ქვემოთ)
13:00 – 13:30 შესვენება
13:30 – 14:30 სადისკუსიო პანელი: ხელოვნება და ცოდნა
მოდერატორი: ნინი ხუროშვილი
მონაწილეები: მარიამ აგამიანი, საბრინა ბელენზიერი, მარიამ ქარჩხაძე, რუთ ჟენრებკოვა, ნინო გოგუა
14:30 – 15:00 დისკუსია
15:00 – 16:30 ლანჩი
16:30 – 17:15 შესავალი სიტყვა: მარიამ აგამიანი და გალინა იარმანოვა
ფილმების ჩვენება:
"დიორამა" - 2018
"ცარიელი ფანჯრების ტერიტორია" - 2020
"გაიხსენე მარიუპოლის სუნი" - 2022
რეჟ. ზოია ლაქტიონოვა
"მშვენიერი წლები" (2018)
რეჟ. გალინა იარმანოვა და სვიტლანა შიმკო
17:15 – 17:45 დისკუსია
19:00 – 22:00 ფორუმის დახურვის ღონისძიება კლუბში "ლეფთ ბენქ"
სახელოსნოების აღწერა
რა შეიძლება იცოდეს ქალმა? — როგორ ეხმარება ზეპირი ისტორიების მეთოდოლოგია ცოდნის შექმნის კოლონიზებული მეთოდების დეკოლონიზებას სონა ბალდრიანი
სახელოსნო იკვლევს, თუ როგორ აყენებს ეჭვქვეშ ფემინისტური ზეპირი ისტორია დამკვიდრებულ მეთოდოლოგიურ პოზიტივიზმს და რაციონალურობის და ემპირიზმის იდეების რა ხელშესახებ ალტერნატივას გვთავაზობს. ზეპირი ისტორიების მეთოდს სააშკარაოზე გამოაქვს პოზიტივიზმის შეზღუდვები და მოგვიწოდებს, ადამიანების გენდერირებული გამოცდილების აღქმისას განვისწავლოთ და უარვყოთ მისი კვლევითი მიდგომები.
ფემინისტური ზეპირი ისტორიების ტრადიცია პრობლემად წარმოაჩენს კვლევის მთელ პროცესს - რა კითხვებს სვამენ მკვლევრები, რა მეთოდებს მიმართავენ, როგორია კვლევის შედეგებში მათი პოზიციონირების როლი. სახელოსნოს მიზანია, გავიაზროთ რამდენად მოახდინა კოლონიაზაციამ გავლენა ჩვენი კვლევის მეთოდოლოგიებზე და როგორ შეიძლება ამას შევეწინააღმდეგოთ მკვლევრები და განსხვავებული პატრიარქალური სოციალიზაციის მქონე ადამიანები. ამ ძიებისას, სახელოსნო მიზნად ისახავს უფრო სიღრმისეულად გავიგოთ, როგორ ჩამოაყალიბა ძალაუფლების ისტორიულმა სტრუქტურებმა კვლევისადმი ჩვენი მიდგომა და მოგვახაზინოს კვლევის უფრო სამართლიანი და დემოკრატიული გზები. და ბოლოს, სახელოსნო შეეცდება, კრიტიკულად გაგვააზრებინოს, თუ როგორ შეისრუტა სხვადასხვა ძალაუფლებრივმა სტრუქტურამ დეკოლონიზაციის და ანტი-იმპერიალისტური დისკურსი და როგორ ზემოქმედებს ეს კოოპტაცია კვლევით დღის წესრიგსა და ცოდნის წარმოებაზე.
ქვიარ შრიფტები: ცოდნის დეკოლონიზაცია გრაფიკულ დიზაინსა და ტიპოგრაფიაში მოდერატორი: ანა მიქაძე
ნებისმიერი სხვა მედიუმის მსგავსად, შრიფტების გამოყენებაც შეიძლება ჰეტერონორმატიული კაპიტალიზმის შესანარჩუნებლად, მოდერნიზმის იდეოლოგიებით ნაკარნახევი იმ იდეის წარმოჩენით, თითქოს დიზაინის სტანდარტები უნივერსალურია. ყველაფერმა, რაც ამ იდეებს საფუძველს ურყევს, შეიძლება მიგვიყვანოს ისტორიიდან გარიყულ ადამიანებთან, ადგილებთან და პრაქტიკებთან. “ქვიარ შრიფტები” (Queer Types) დიზაინერების, მარი ჯუდიტ ლე გარსის, ანა მიქაძის და მარი კოლაროვას პროექტია. ქვიარ შრიფტების სახელოსნოც ამ პროექტის ნაწილია. მისი მიზანია აღმოაჩინოს ქვიარ ტიპოგრაფია და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს გრაფიკული დიზაინის სწორხაზოვნება კოლექტიურად სწავლისა და არქივირების საშუალებით.
მეინსტრიმ მედიის მიერ ზინის (eng., zine) შექმნის პრაქტიკის უგულებელყოფის მიუხედავად, ის ქვიარ ადამიანებისა და რადიკალური ქვიარ გამომცემლობებისთვის თვითგამოხატვის ფართოდ გავრცელებული მედიუმი იყო და დღემდე ასეთად რჩება.
ქვიარ ზინის სახელოსნოს მიმდინარეობისას დისკუსიას გავმართავთ გრაფიკულ დიზაინში სოციალური ექსკლუზიის საკითხზე და მისი შედეგების გამოსახვას შევეცდებით - მონაწილეები შექმნიან ზინის გვერდს ‘Queer Types’ პროექტის ან პირადი კვლევითი ბუკლეტისთვის. ვორქშოფი, სქესის/გენდერის ქვიარ გაგების უკეთ წარმოჩენის გზით, ხელს უწყობს სოციალურად მდგრადი დიზაინის კვლევისა და პრაქტიკის დანერგვას. სახელოსნოსთან ამ ტიპის მუშაობა არქივის ჩამოშლასა და ახლებურად აწყობაში გვეხმარება. არასწორხაზოვანი არქივის შექმნით, ვორქშოფი მიზნად ისახავს ქვიარ ნარატივებისა და ცოდნის გამრავალფეროვნებას.
ზეპირი ისტორია - თეორია და პრაქტიკა მოდერატორი: თინათინ ხომერიკი
ზეპირი ისტორიის ეს სახელოსნო ორ ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში მომხსენებელი მონაწილეებთან ერთად ზეპირი ისტორიის თეორიისა და ტექნიკის შესახებ ისაუბრებს. ჯგუფი შეეცდება უპასუხოს შეკითხვებს - რას იკვლევს ზეპირი ისტორია? რით განსხვავდება და რა საერთო აქვს კვლევის სხვა მეთოდებთან? როგორ მუშაობენ მკვლევრები ზეპირი ისტორიის მეთოდით პოსტკოლონიურ და პოსტსოციალისტურ კონტექსტში? რას გულისხმობს ქალთა ზეპირი ისტორია? მეორე ნაწილი პრაქტიკულ სავარჯიშოებს დაეთმობა - ჯგუფის წევრები ერთად დააკვირდებიან, თუ როგორ მუშაობს ზეპირი ისტორიის ტექნიკა. დასასრულს, შთაბეჭდილებებს შევაჯამებთ.
ფორუმში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც ღიაა 2023 წლის 18 სექტემბრამდე! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სივრცის შეზღუდულობის გამო, ფორუმზე დამსწრეთა რაოდენობა ლიმიტირებულია. პრიორიტეტი მიენიჭება მათ, ვინც ფორუმს სრულად დაესწრება.