ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის — მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.
ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს — ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენს, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცვას ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლებს გარემოს დასაცავად და ა.შ.
ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ — დაგაპატიმრებ.
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში.
პრევენცია პროგრესისთვის (PFP)
საქართველოს ევროპული ორბიტა ( Georgia's European Orbit )
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის Civic Movement for Freedom
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო TI
სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი / Civil Solidarity Fund
Partnership for Human Rights. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი / Democratic development union of Georgia
საქართველოს მომავლის აკადემია (Georgia’s Future Academy)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
უფლებები საქართველო / Rights Georgia
ყვარლის ევროკლუბის / EuroClub Kvareli
დემოკრატიის მცველები / Democracy Defenders
Მწვანე ალტერნატივა
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
თბილისი პრაიდი/Tbilisi Pride
საფარი / Sapari
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ( IDFI)