26 იანვარს ჩატარდა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა საქართველოს შესახებ, სადაც ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვის მდგომარეობა შეაფასეს.
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „თანასწორობის მოძრაობასა“ და „თბილისი პრაიდთან“ ერთად, ILGA EUROPE-თან თანამშრომლობით, ჩართული იყო გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადებაში.
ჩვენ გავაერთიანეთ და გამოვყავით საქართველოს მიმართ გაცემული ის რეკომენდაციები, რომლებიც უშუალოდ ლგბტქი+ და სოგი საკითხებს ეხებოდა. ჯამში 23 ასეთი რეკომენდაცია 21-მა ქვეყანამ გასცა.
იხილეთ ქვეყნების სია და მათი რეკომენდაციები:
ლუქსემბურგი
• გააძლიეროს ძალისხმევა უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მიგრანტების, ლგბტქი+ პირებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით (ლუქსემბურგი #2);
მალტა
• გააუქმოს „ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონში შეტანილი ანტი-ლგბტიქ+ დებულებები (მალტა #2);
მექსიკა
• გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვის დაცვის შესახებ“ კანონი და მიიღოს ზომები ლგბტი+ პირების მიმართ დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით (მექსიკა #2);
ახალი ზელანდია
• გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონმდებლობა, რომელიც მკაცრად ზღუდავს ლგბტქი+ თემის წევრების უფლებებს (ახალი ზელანდია #3);
ნორვეგია
• გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი და მიიღოს ზომები ლგბტ+ პირების მიმართ სიძულვილის ენისა და ძალადობის წინააღმდეგ ბროლაში (ნორვეგია #4);
ესპანეთი
• უზრუნველყოს ლგბტი+ ადამიანების ეფექტური დაცვა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ანგარიშვალდებულება (ესპანეთი #3);
შვედეთი
• გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), „ოჯახური ღირებულებების“ საკანონმდებლო პაკეტი, ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში (შვედეთი #1);
ურუგვაი
• გააძლიეროს ძალისხმევა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით (ურუგვაი #2);
ავსტრალია
• გააუქმოს ანტი-ლგბტქია+ კანონმდებლობა, მათ შორის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი (ავსტრალია #2);
ავსტრია
• განაგრძოს ინსტიტუციებისა და სერვისების გაძლიერება და მხარდაჭერა გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა ეფექტური დახმარებისთვის, მათ შორის ლგბტი პირების სათანადო დაცვა და დახმარება (ავსტრია #4);
ბელგია
• გაზარდოს ძალისხმევა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი (ბელგია #3);
ბრაზილია
• მიიღოს კონკრეტული ზომები ლგბტქია+ პირების დასაცავად, მათ შორის 2024 წლის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გადახედვით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და გააძლიეროს ძალისხმევა სიძულვილის ენის, სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში საჯარო მოხელეების დატრენინგების გზით (ბრაზილია #2);
კანადა
• შეცვალოს ეროვნული კანონები, მათ შორის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რათა პირდაპირ აიკრძალოს დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული გამოხატვის, ასევე რელიგიის ან რწმენის საფუძველზე (კანადა #4);
ჩილე
• გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების უფლებას, მათ შორის ანტი-ლგბტი კანონები, და უზრუნველყოს ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური დაცვა (ჩილე #2);
კოლუმბია
• გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი“ და სხვა ქართულ კანონებში შეტანილი 18 მასთან დაკავშირებული ცვლილება (კოლუმბია #3);
ესტონეთი
• გააუქმოს ანტი-ლგბტ უფლებების შემზღუდავი ცვლილებები (ესტონეთი #5);
ფინეთი
• გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ასუსტებს ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიულ სისტემას, განსაკუთრებით 2024 წლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და 2024 წლის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი (ფინეთი #3);
საფრანგეთი
• იბრძოლოს ძალადობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე და უზრუნველყოს ლგბტ+ პირების ფუნდამენტური თავისუფლებების და უფლებების
დაცვა (საფრანგეთი #6);
ისლანდია
• გააუქმოს ეროვნული კანონმდებლობის დისკრიმინაციული დებულებები და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მრავალფეროვანი სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის,
გენდერული გამოხატვისა და სქესობრივი მახასიათებლების მქონე პირებისთვის
(ისლანდია #5);
• ლეგალიზდეს ერთსქესიანთა ქორწინება სრულწლოვან პირთა ურთიერთთანხმობის საფუძველზე (ისლანდია #6);
• დეკრიმინალიზდეს გენდერის დამადასტურებელი სამედიცინო მომსახურება (ისლანდია #7);
ირლანდია
• უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქემ, მათ შორის ჟურნალისტებმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა, ლგბტიქ+ პირებმა და ოპოზიციურმა ხმებმა, შეძლონ გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობა, მათ შორის იმის გარანტირებით, რომ სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი დებულებები არ ზღუდავს კრიტიკულ გაშუქებას (ირლანდია #1);
ლატვია
• მიიღოს ყველა საჭირო ზომა სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის, შევიწროებისა და თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლისათვის (ლატვია #3)