სხვადასხვა ონტო-ეპისტემოლოგიების (რაობის და ცოდნების) წინ წამოწევისას ვხედავთ, რომ განსხვავებული სამყაროები შესაძლებელია და ისინი ერთი შეხედვით შეურყევი მოდერნულობის და რაციონალური აზროვნების ჟამს არსებობენ. პანელის განმავლობაში განვიხილავთ რაობის და ცოდნის წარმოების დომინანტური მეთოდოლოგიებიდან ამ გადახვევებს, მათ პრობლემატიკას ყოველდღიურობის გარდაქმნისა და სხვადასხვა მომავლის შესისხლხორცებისთვის. როგორ ცდილობენ მკვლევრები და აქტივისტები მოიხელთონ დეკოლონიურობა, რომ ასახონ კომპლექსური, მრავალფეროვანი რეალობა და ამ რეალობაში სხვადასხვა წერტილებს შორის გადაკვეთა და დაძაბულობები? რა განსხვავებული, საერთო და შეპირისპირებული პოზიცია უჭირავს კვლევასა და აქტივიზმს დეკოლონიზაციაში? რამდენად რელევანტურია კონცეპტუალური ჩარჩოები საქართველოს კონტექსტების დანახვისა და აღიარებისთვის და რა ხელშესახებ მეთოდებს გვაწვდიან ისინი იმისთვის, რომ სოლიდარობაზე დაფუძნებული ქსელები შევაკოწიწოთ?
ფემინისტური ფორუმის სხვა ვიდეოჩანაწერები იხილეთ ბმულზე: