search close

კავიტა კრიშნანი - ფემინისტური წინააღმდეგობა დემოკრატიაზე გლობალური შეტევის საპასუხოდ

14 ივნისი 2024
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში ვხედავთ როგორც ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალების ზრდას და კონსოლიდაციას, ასევე წინააღმდეგობას ამ ძალების მიმართ. ნაციონალური ანტიდემოკრატიული მოძრაობები დემოკრატიას უქმნიან საფრთხეს საკუთარ საზღვრებში. ისინი ფუძეს უთხრიან დემოკრატიულ ღირებულებებზე და მათ ოფიციალურ აღიარებაზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგსაც. გენდერის საკითხები ამ ჩარჩოების ეპიცენტრშია.
ფანატიზმისა და ცრურწმენის განსხვავებული ფორმები თავს იყრის გენდერულ შიშში, რომელიც აერთიანებს ბევრ ცრურწმენასა და უსაფუძვლო ანტისემიტურ, ისლამოფობიურ, რასისტულ, კასტისტურ, ქსენოფობიურ, და ა.შ., შიშებს.
მუშაობს თუ არა გლობალურ ანტიდემოკრატიულ ძალებს დაპირისპირებული წინააღმდეგობა? აღიქვამენ, დემოკრატიული წინააღმდეგობის მომხრე მოძრაობები, რომ გლობალური თავდასხმა მიზნად ისახავს გაანადგუროს ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებზეც ისინი დგანან? არიან ეს მოძრაობები სოლიდარულნი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დეჰუმანიზაციას განიცდიან სქესის და გენდერის გამო, თუ თანამონაწილეობენ
ამ დეჰუმანიზაციის პროცესში? აუცილებელია გლობალური სოლიდარობის ხელშეწყობა და დემოკრატიის დასაცავად ახალი სტრატეგიების შესწავლა დემოკრატიის ნაკვლოვანების მიუხედავად, უფრო ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული დემოკრატიული სამყაროს შესაქმნელად?

მოდერატორი: მაია ბარქაია მომხსენებელი: კავიტა კრიშნანი ფემინისტური ფორუმის სხვა ვიდეოჩანაწერები იხილეთ ბმულზე: