search close
picture განცხადება

WISG-მა 100 პოლიციელი გადაამზადა სექსუალურ ორიენტაციასთან, გენდერულ იდენტობასა და გამოხატვასთან (სოგიგე) დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე

13 ივნისი 2022

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის ტრენინგების ციკლი ჩაატარა ლგბტქი ადამიანების საჭიროებებისა და სექსუალურ ორიენტაციასთან, გენდერულ იდენტობასა და გამოხატვასთან  (სოგიგე) დაკავშირებული სამართლებრივ საკითხებზე.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ერთი მხრივ, პოლიციელთა ცნობიერების გაზრდას სექსუალობასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ,  მათი განწყობების ცვლილებას ლგბტქი ადამიანების უფლებრივ თანასწორობასთან დაკავშირებით. 


WISG-ის მიერ ჩატარებული არაერთი თემის საჭიროებების კვლევა და სამართლებრივი ანგარიში აანალიზებს სისტემურ გამოწვევებს, რაც სოგიგე-ს საფუძველზე ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს, დისკრიმინაციულ მოპყრობას და პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას მიემართება.


მაგალითად, 2020 წელს ჩატარებული თემის საჭიროებების მოკვლევის თანახმად, რომლის შედეგებზეც საუბარია “კოალიცია თანასწორობისთვის” უკანასკნელ ანგარიშში(1), ლგბტქი თე­მის წევ­რე­ბი კვლავ განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ჰომო/­ბი/­ტრან­სფო­ბიუ­რი და­ნა­შაუ­ლის მი­მართ, რაც პირდაპირაა დაკავშირებული სა­მართალ­დამ­ცა­ვი უწ­ყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მგრძნო­ბე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბობასთან. აღნიშნული მანიფესტირდება პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში შეჭ­რა­სა და კონ­ფი­დენ­ცია­ლო­ბის დარ­ღვე­ვა­ში, რაც მი­მარ­თვია­ნო­ბის ბა­რიერს ქმნის. 


ამას მიუთითებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 2020 წლის ანგარიშიც, რომლის თანახმად, თემის წევრების მიერ პოლიციისათვის მიმართვას თან სდევს დამამცირებელი მოპყრობის, ჰომოფობიური დამოკიდებულების, შეურაცხყოფის ან/და გულგრილობის მაღალი რისკი.(2) 


კოალიცია თანასწორობისთვის ანგარიშში წარმოდგენილი WISG-ის შეფასებით,

“საპოლიციო სისტემაში არსებული ინსტიტუციური ჰეტეროსექსიზმი და ჰომოფობია არ­სე­ბითად აზიანებს ამ უწყებებისადმი ნდობის ხარისხს და იწვევს მის დელეგიტიმაციას. დღემდე ლგბტქი თე­მი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწ­ყე­ბე­ბის­თვის მი­მარ­თვი­სას მრა­ვალ დაბ­რკო­ლე­ბას აწ­ყდე­ბა. ეს გა­მოი­ხა­ტე­ბა რო­გორც მარ­თლმსა­ჯულე­ბის ყვე­ლა რგო­ლის, პო­ლი­ციის, პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­სა­მარ­თლოს მუშაკ­თა მხრი­დან ჰო­მო/­ბი/­ტრან­სფო­ბიურ მოპ­ყრო­ბა­ში, ისე – სი­ძულ­ვი­ლით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და­ნა­შაუ­ლის გა­მო­ძიე­ბა­ში. ლგბტქი თე­მის წევ­რე­ბის­თვის დღე­საც პრობ­ლე­მუ­რია მა­თი სექ­სუა­ლუ­რი ორიენ­ტა­ციის და გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცემ­თა უკა­ნო­ნო და­მუ­შა­ვე­ბის სა­კით­ხიც[…] ასე­ვე, ხარ­ვე­ზუ­ლი და არა­საკ­მა­რი­სია სერ­ვი­სე­ბი სი­ძულ­ვი­ლით მო­ტი­ვი­რებუ­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთათ­ვის.”


ამავე ანგარიშში შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი გამოცემული ჩვენი რეკომენდაციაა:

“შექ­მნას დის­კრი­მი­ნა­ციულ და­ნა­შაუ­ლებ­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში, სის­ტე­მუ­რი პრე­ვენ­ციუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და ინ­სტი­ტუ­ციუ­რი მე­ქა­ნიზმე­ბი, რომ­ლე­ბიც კვლე­ვა­სა და სა­თე­მო და ადა­მია­ნის უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ციებ­თან ინ­ტენ­სიურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას დაეფუძ­ნე­ბა. არ­სე­ბი­თია ამ პო­ლი­ტი­კა­ში სა­მარ­თალ­დაც­ვი­თი, სას­ჯელაღ­რუ­ლე­ბი­თი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის­/სო­ცია­ლუ­რი დაც­ვის სფე­როე­ბის ურ­თიერ­თდა­კავ­ში­რე­ბა და მსხვერ­პლის დაც­ვი­სა და გაძ­ლიე­რე­ბის მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა.”


WISG-ის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტმა და გენდერის მკვლევარმა, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის გრანტის ფარგლებში, შეიმუშავეს სასწავლო მოდული, რომელიც მიმოიხილავს როგორც არსებულ თეორიებს, ისე გამოხატვის თავისუფლების და სამოქალაქო პარტნიორობის მიმართ დამოკიდებულებებს, და მითებისა და სტერეოტიპების როლს ჰომო/ბი/ტრანსფობიურ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხთა შორისაა ლგბტქი ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები, ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია და დეპათოლოგიზაცია, ჰომო/ბი/ტრანსფობიური ძალადობის ტენდენციები, და მიმართვიანობის ბარიერები საქართველოში. 


ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ძალადობის მსხვერპლთა სპეციფიკასა და საჭიროებებზე, და WISG-ის სამართალწარმოებისა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესახებ. ტრენინგზე ასევე განხილული იქნა გენდერის სამართლებრივი აღიარების, ტრანსი და ინტერსექსი ადამიანების ჯანდაცვის საკითხები, რაც განსაკუთრებით მწვავე პრობლემად რჩება საქართველოში.(3)


ტრენინგები აპრილსა და მაისში ჩატარდა და WISG-მა ჯამში 100 პოლიციელი გადაამზადა.

მომდევნო თვეებში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ ტრენინგების მსგავს ციკლს ჩაატარებს სოციალური მუშაკებისა და უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის.




(1) ოალიცია თანასწორობისთვის, დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში, გვ.51, 2020

(2) ანგარიში ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3tZURdv

(3) ტრანს სპეციფიკური ჯანდაცვის საჭიროებებზე მეტი იხილეთ: სახალხო დამცველმა ტრანსი ადამიანების ჯანდაცვის საკითხებზე ზოგადი წინადადება გამოსცა