2022 წლის 18 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა
ცნობა ქალის მკვლელობის შესახებ[1]. ფემიციდის შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაშიც გავრცელდა[2].
პროკურატურის ცნობის შესაბამისად, 17 ნოემბერს მოკლული
ქალი ტრანსფობიური ფემიციდის მსხვერპლი გახდა, რადგან მკვლელმა იგი გენდერული იდენტობის
ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მოკლა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსხვერპლის რეალურ
გენდერულ იდენტობას არ აქვს მნიშვნელობა იმისათვის, რომ შემთხვევა ტრანსფობიურ ფემიციდად
მიიჩნეოდეს. დისკრიმინაციული მოტივის გამოკვლევისთვის მთავარი მსხვერპლის გენდერულ
იდენტობასთან დაკავშირებით დამნაშავის აღქმაა [3].
ქალთა მიმართ ძალადობის უსასტიკეს ფორმას - ფემიციდს
საქართველოში ყოველწლიურად კრიტიკული რაოდენობის ქალი ეწირება. „მხოლოდ 2022 წლის პირველ ათ თვეში
ქმარმა, ყოფილმა ქმარმა თუ პარტნიორმა 16 ქალი მოკლა. 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით,
საქართველოში 190-მდე ქალია მოკლული[4].
ფემიციდის ერთ-ერთი ფორმაა ტრანსფობიური ფემიციდი, რაც
ნიშნავს ტრანსგენდერი ქალის მკვლელობას, სადაც დამნაშავე მოქმედებს მსხვერპლის გენდერული
იდენტობის მიმართ ზიზღის ან მიუღებლობის მოტივით[5]. ტრანსფობიური ფემიციდის მსხვერპლი საქართველოში არაერთი ტრანსგენდერი
ქალი გახდა, მათ შორის, 2014 წელს მოკლეს საბი ბერიანი[6], 2016 წელს მოკლეს ზიზი შეყელაძე[7], 2016 წელს დაიღუპა ბიანკა შიგუროვა[8], 2021 წელს მოკლეს უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალი[9]. საბი ბერიანის და ზიზი შეყელაძის მკვლელობის საქმეებში პროკურატურამ
ვერ შეძლო დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირება, რაც „არსებითი მნიშვნელობისაა,
როგორც დაზარალებულის ღირსების დაცვის, ისე ამგვარი დანაშაულის ჩადენის პრევენციის
თვალსაზრისით“[10].
ბოლო წლების განმავლობაში ქალთა მიმართ ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლისთვის სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული კანონმდებლობის
დახვეწის და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნის თვალსაზრისით. თუმცა ამავდროულად, არსებითია
სახელმწიფოს ჰქონდეს ძალადობის პრევენციის თანმიმდევრული და ინტერსექტორული პოლიტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს
მთავრობას:
- სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით შეიმუშავოს მიზოგინიის, ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა და მისი ინტეგრირება მოახდინოს ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტებში;
- დახვეწოს და საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს კანონმდებლობა;
- გაატაროს შესაბამისი ზომები საზოგადოებაში მყარად ფესვგადმულ გენდერულ და სხვა სახის სტერეოტიპებთან და წინარწმენებთან საბრძოლველად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის გამოყენებით.
ქალთა
ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
პერიფერია
თანასწორობის
მოძრაობა
თემიდა
[1] „პროკურატურამ თბილისში
მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა“, 18.11.2022.
<ხელმისაწვდომია აქ: https://pog.gov.ge/news/prokuraturam-Tbilisshi-momxdari-ganzrax-mkvlelobis-faqtze-erT-pirs-braldeba-warudg-1> [წვდომის თარიღი:
26.11.2022].
[2] „გოგოლის ქუჩაზე ახალგაზრდა
ქალის მკვლელობის საქმეზე 1 პირი დააკავეს“, მთავარი არხი, 18.11.2022. <ხელმისაწვდომია
აქ: https://mtavari.tv/news/103984-gogolis-kuchaze-akhalgazrda-kalis-mkvlelobis> [წვდომის თარიღი:
26.11.2022].
[4] „თერჯოლაში კაცმა ყოფილ
ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა - ქალი დაიღუპა“, რადიო თავისუფლება.
24.11.2022. <ხელმისაწვდომია აქ: https://www.radiotavisupleba.ge/a/32147517.html> [წვდომის თარიღი: 26.11.2022].
[5] Camilo Bernal
Sarmiento, Miguel Lorente Acosta, Françoise Roth, Margarita Zambrano. Latin
American Model Protocol for the investigation of gender-related killings of
women (femicide/feminicide). 2015. OHCHR. UN Women, 16. <ხელმისაწვდომია აქ: http://bit.ly/2CcjUn3> [წვდომის თარიღი: 26.11.2022].
[6] „საბი ბერიანის მკვლელობის
საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა“, WISG, 30.12.2022. <ხელმისაწვდომია
აქ: https://wisg.org/ka/news/newsfeed/124> [წვდომის თარიღი: 26.11.2022].
[7] „ზიზი შეყელაძის მკვლელობაში
ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“, WISG, 02.02.2017. <ხელმისაწვდომია
აქ: https://wisg.org/ka/news/detail/130> [წვდომის თარიღი:
26.11.2022].
[8] „შსს-ის ცნობით, ბიანკა
შიგუროვა გაზით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს“, WISG, 04.02.2016.
<ხელმისაწვდომია აქ: https://wisg.org/ka/news/detail/67> [წვდომის თარიღი: 26.11.2022].
[9] „ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა თბილისში | დაკავებულია
1 პირი“, WISG, 01.11.2021. <ხელმისაწვდომია აქ: https://mtavari.tv/news/62572-transgenderi-kalis-mkvleloba-tbilisshi> [წვდომის თარიღი:
26.11.2022].
[10] ბახტაძე ქ. „ინტერსექციური
დისკრიმინაცია და ლგბტი ადამიანები - სამართალწარმოების ანგარიში“, WISG, 2018,
19. <ხელმისაწვდომია აქ: t.ly/Dbh1>
[წვდომის თარიღი: 26.11.2022].