search close
picture Statement

Violation of the principles of the journalistic ethics charter was established on the transphobic story of "Imedi"

26 January 2024

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ტელეკომპანია „იმედის” წინააღმდეგ WISG-ის და “თემიდას” განცხადებაზე გადაწყვეტილება გამოიტანა და სადავო სიუჟეტში ქარტიის პირველი და მეშვიდე პრინციპების დარღვევა დაადგინა.

შეგახსენებთ, რომ სადავო მასალას, რომელიც 2023 წლის 17 სექტემბერს გავიდა ეთერში, წარმოადგენდა გადაცემა „იმედის კვირის“ რეპორტაჟი სახელწოდებით „სამედიცინო სკანდალის მსხვერპლი“. პასუხისმგებელი ჟურნალისტი და  წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე იყო, რომელიც გადაცემა “იმედის კვირის” რედაქტორიცაა.

ჩვენს შეფასებას ქარტიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მას მერე, რაც ქარტია ამ ნაწილს გამოაქვეყნებს.