search close
picture Event

Feminist Film Festival 2024 - From Rosa To Simone

3 April 2024

საზოგადოებაში გაბატონებული სისტემები, ნორმები, ღირებულებები და აქტორები, ხშირად რიყავენ განსხვავებულს და ძალადობენ უცხო სხეულზე წესრიგის, ნორმალურობის, საკუთარი ინტერესების, კანონზომიერების და “ადამიანობის” დაცვის სახელით. ამ მოცემულობასთან გასამკლავებლად, გადასარჩენად და არსებობის შესანარჩუნებლად ჩვენი ვამპირებად, მაქციებად, კიბორგებად ტრანსფორმაციაც ხან თავზარდამცემია და შემაშფოთებელი, ხანაც უბრალოდ სევდიანი. მშთანთქმელი სისტემის საპასუხოდ ჩვენ წარმოვიდგენთ დავიწროებული ყოფიერების მიღმა დარჩენილ ქალღმერთებს, ალებს, ქაჯებს და მოვუხმობთ მათ. ფესტივალში კრისტალიზებული ფემინისტი და ქვიარ რეჟისორების მზერა ამხელს სისტემის ბრუტალურობას, სწორხაზოვნებასა, საშიშროებას და პირისპირ გვტოვებს ჩვენში ჩაბეტონებულ შიშთან და ზიზღთან. დაგვაფიქრებს — რატომ და ვისი გვეშინია? ვინ გვძულს და ვინ გვძაგს? ვისზე და რატომ ვძალადობთ? ანიმაციით, ბოდი ჰორორით, გლითერქორით, ციფრული ინსტალაციით, ფოტოგრაფიით, ავტო-ფიქციით და მიუზიკლით გაშუალედებისას უტრირებული ფიქციები ამ კითხვებიდან იბადებიან. წლევანდელი ფესტივალის ეკრანზე გაშუქებული ფილმები და ანიმაციები ააშკარავებენ საზოგადოებაში დამალულ შიშებს, რეპრესირებულ  სურვილებსა და ბრაზს. გადაადნობენ მათ, რომ სამყაროში ერთმანეთთან და საკუთარ თავთან კავშირის მრავალგვარობა და, სხვა მომავალი წარმოვიდგინოთ.

2024 წლის ‘როზადან სიმონამდე’ სხვად ყოფნის სევდას, ბრაზს, კითხვებს, აღმოჩენებს და სიხარულს დაეთმო. ფესტივალი 8/9/10 მარტს მუტანტ რადიოში (დ.უზნაძის #4-ში) გაიმართა.