search close
picture Event

"ვისგი" თსუ-ის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს

13 March 2016

"ვისგი" (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) სოლიდარობას უცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და მიესალმება სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ სტუდენტებისთვის გამოცხადებულ მხარდაჭერას.

დაუშვებელია უნერვისტეტის აკადემიური თავისუფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა, იქნება ეს ექსტრემისტების ჯგუფი თუ "ოდეერი". დაუშვებელია, ძალადობრივი წარსულის მქონე ადამიანები სტუდენტების ნების საწინააღმდეგოდ იქნენ არჩეული გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. მიგვაჩნია, რომ სტუდენტების მოთხოვნები სამართლიანია, რამდენადაც ეს მოთხოვნები მათი სოციალური მდგომარეობიდანაა წამოყენებული. უნივერსიტეტში უნდა არსებობდეს გარემო, რომელიც ხელს უწყობს და არ აფერხებს აკადემიურ განვითარებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მოქმედი თვითმმართველობის მხრიდან უნივერსიტეტის რესურსების მითვისებისა და გაფლანგვის საკითხი შესწავლილ და გამოძიებულ უნდა იქნას, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იქნას უნივერსიტეტს შიგნით, მმართველობის სისტემასთან დაკავშირებული პროცესების მაქსიმალური გამჭვირვალობა.

ისტორიულად, სამოქალაქო და სოციალური თანასწორობის მოძრაობაში, სტუდენტობა იყო და იქნება ის ძალა, რომლისაც ყველა ჩაგრულ ჯგუფს უნდა ეიმედებოდეს. მხარს ვუჭერთ და მადლობას ვუხდით თითოეულ სტუდენტსა და ლექტორს, რომლებიც აკადემიური თავისუფლებისთვის, განათლებისა და სოციალური სამართალიანობისთვის იბრძვიან!