search close
ადვოკაცია
WISG

სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება და თანასწორი უფლებებით სარგებლობისთვის შრომა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ლგბტქი უფლებების ადვოკაცია 2002 წლიდან დაიწყო ორგანიზაციამ, თუმცა როგორ მიმართულება სრტუქტურულად ჩამოყალიბდა 2010 წელს.

ამ ხნის განმავლობაში და დღემდე ორგანიზაცია სისტემატურად, ორ წლის ინტერვალით იკვლევს ლგბტ ადამიანების მდგომარეობას საქართველოში. 2014 წლიდან დაიწყო ტრანს სპეციფიკური ჯანდაცვის საკითხების წამოწევა და 2015 წელს გამოაქვეყნა ტრანსი* ადამიანების საჭიროებების კვლევა ჯანდაცვის სფეროში. მნიშვნელოვანია პირველი რეპრეზენტაციული კვლევა, რომელიც 2016 წელს ჩატარდა საზოგადოებრივ განწყობებზე ლგბტ თემის მიმართ.

აღსანიშნავნია ასევე სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებთან თანამშრომლობა ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადების სახით. მონაცემებს სისტემატური ანალიზი საკანონმდებლო და კანონის განხორციელების დონეზე ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციისას.

ადგილობრივ დონეზე ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის ლობირაბაზე და საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაზე. ასევე მუშაობს სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე, როგორც ადგილობრივად, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, და თემის წევრებისთვის უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ კონსულტაციებსა და სამართლებრივ დახმარებას.

2010 წელს ორგანიზაციამ კონსტიტუციის 42-ე მუხლთან და „ინტერრაითსთან“ თანამშრომლობით მოამზადა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოსთვის, რომელიც საქართველოდან გაგზავნილი პირველი ჰომოფობიური ქეისია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

2013 წლის 17 მაისის საქმესთან დაკავშირებით, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“, GYLA-სა და EHRAC-თან თანამშრომლობით, მოამზადა აქციაზე დაზარალებული 23 აქტივისტის საქმე, რომელიც გადაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

2017 წელს EHRAC-თან თანამშრომლობით, მიმართა სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით.