„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი - WISG“ 2000 წლის 29 ივნისს დაარსდა, რვა სხვადასხვა პროფესიის ქალის
მიერ, რათა მომხდარიყო ქალთა თანაბარი
მონაწილეობის მხარდაჭერა
ცხოვრების
სხვადახვა
სფეროში და სოციალური ცვლილებისკენ მიმართულ საქმიანობაში.
WISG
მიიჩნევს, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი ვერ სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით
და საზოგადოებრივი სიკეთით, ქალთა შრომა და წვლილი საზოგადოებრივ განვითარებაში შეუმჩნეველია
და არასათანადოდ აღიარებული; ქალი აღიქმება,
როგორც კულტურისა და პოლიტიკის ობიექტი და არა სუბიექტი. შესაბამისად ჯგუფის საქმიანობა
და ძალისხმევა დაარსების დღიდან მიმართულია ქვეყანაში არსებული ვითარების გამოსწორებასა
და უფლებრივი თანასწორობის მიღწევაზე.
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ საქართველოში პირველი და დღესაც ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ფოკუსირებულია ლესბოსელი, ბისექსუალი ქალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების გაძლიერებაზე. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ავტორობით შეიქმნა ყველა საბაზისო კვლევა და პოლიტიკის ანალიზი საქართველოში სოგი-ს საკითხებზე. დღეისათვის ორგანიზაცია წარმოადგენს წამყვან ექსპერტს ლგბტ საკითხებში და სარგებლობს, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო აქტორების ნდობით.
ორგანიზაციის მისიაა ფემინისტური იდეების პოპულარიზაცია, ქალთა აქტივიზმის განვითარებისა და უსაფრთხო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, სადაც სექსიზმი და ჰომო/ბი/ტრანსფობია აღიარებულია, როგორც საზოგადოებრივი პრობლემა კულტურულ, სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ დონეზე.
WISG-ის მიზანია სტრატეგიული გეგმის შესაბამისად განავითაროს ორგანიზაციული მართვის მოდელი, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ფემინისტური იდეების პოპულარიზაციას, ასევე ლბტი ქალთა ინტეგრირებას საზოგადოებაში მათი პერსონალური განვითარების, ადვოკატირებისა და აქტივიზმში ჩართულობის გზით.