search close
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
WISG

WISG-ის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მიმართულება ცალკე მიმართულებად 2018 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა აქტივობები გაცილებით ადრე დაიწყო; 2002 წლიდან სოგის საკითხებზე ვაკუუმის შევსება „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“დაიწყო მთარგმნელობითი ინიციატივებით, პირველი ვებგვერდის, ბიბლიოთეკის შექმნით და ტერმინოლოგიის განმარტებებით, არაფორმალური განათლების მოდულის შემუშავებით გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე. ეს შრომა ემყარება რწმენას, რომ სოციალური ცვლილების მისაღწევად მნიშვნელოვანია კრიტიკული ცოდნის წარმოება და სოლიდარობისა და თანასწორობის იდეების კულტივაცია. ხილვადობის კონცეფციაც განიხილებოდა როგორც კომუნიკაციის ნაწილი, რომელიც გულისხმობს არსებული რეალობის ცვლილებისკენ მიმართულ კონსტრუქციულ ნაბიჯებს.

ორგანიზაცია იყო პირველი საქართველოში, ვინც დაიწყო სიძულვილის ენის რეგულარული მედია-მონიტორინგი. მის მიერ შემუშავდა გაიდლაინი, რომელსაც დღესაც აქტიურად იყენებენ ორგანიზაციები. WISG აქტიურად თანამშრომლობს ჟურნალისტების ინფორმირებულობის ასამაღლებლად, UNDP-სთან, ომბუდსმენის ოფისთან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან. 2012 წლიდან WISG-ი რეგულარულად ატარებს 8 მარტის, ტრანს ხილვადობისადმი მიძღვნილ და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანიის კვირეულებს. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მუშაობის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია არტისტული პროექტები, ფოტოგამოფენები, ფლეშ-მობები ყოველწლიური ფემინისტური კინოფესტივალი - „როზადან სიმონამდე“ და სხვა. რომელიც ძირითადად ფემინისტურ კონცეფციაში მოიაზრება და უკავშირდება გენდერთან და სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხების შემოქმედებით გაშლას.