სოციალური მუშაკი არის პროფესიონალი, რომელიც პირველი ხვდება ორგანზიაციაში ამა თუ იმ მომსახურების მისაღებად მისულ ადამიანს. მასთან ერთად აფასებს საჭიროებებს და ადგენს ცვლილებების გეგმას. საჭიროების მიხედვით ამისამართებს ორგანზიაციის შიგნით ან ორგანიზაციის გარეთ სპეციალისტებთან თუ სერვისებთან. უწევს თანხლებას. ეხმარება დასაქმების უნარ-ჩვევების შეძენასა და დასაქმებაში, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიღებაში, მისი პოტენციალისა და რესურსების გამოვლინებასა და რეალიზებაში და სხვა.
სოციალური მუშაკები ასევე მუშაობენ ბენეფიციარების ოჯახის წევრებთან, თუკი
ამის საჭიროება და თანხმობა არსებობს.
არასრულწლოვნები ბენეფიციარის შემთხვევაში მუშაობენ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმოამდგენლის თანხმობის საფუძველზე.