პროექტი მიზნად ისახავს ლგბტქი+ ინდივიდების გაძლიერებას საქართველოში
სამართლებრივი და სოციალური ცვლილებების ადვოკატირებით, ემიგრაციის მიზეზების კვლევით, ინფორმაციის
გავრცელებას SOGI საკითებზე WISG-ის მედია პლატფორმებით და სტრატეგიულ დაგეგმვას ორგანიზაციის
მდგრადობისთვის.
პროექტში
მსხვილი აქტივობები:
1. ინტეგრირებული უსაფრთხოების ვორქშოპი:
LGBTQI+ თემის წევრების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის
მხარდასაჭერად, ინკლუზიის, სოლიდარობისა და გაძლიერების ხელშეწყობისთვის.
2. მულტიგუნდის სერვისი: სხვადასხვა
სერვისების უზრუნველყოფა, მათ შორის კონსულტაციები სოციალურ მუშაკებთან, ფსიქოლოგებთან,
ფსიქიატრებთან, სექსოლოგებთან და ენდოკრინოლოგებთან, ჯგუფურ თერაპიასთან ერთად, რომელიც
მორგებულია LGBTQI+ ინდივიდების საჭიროებებზე.
3. კვლევა ქვიარ მიგრაციაზე: კვლევის
ჩატარება საქართველოდან ქვიარ მიგრაციის მიზეზების გასაგებად, ადვოკატირების ძალისხმევისა
და პოლიტიკის რეკომენდაციების ინფორმირება მარგინალიზებული ჯგუფებისთვის უსაფრთხო გარემოს
შესაქმნელად.
4. მულტიმედიური პროექტები: მულტიმედიური
შინაარსის შექმნა ქვიარ და ფემინისტური ხმების
გასაძლიერებლად, დიალოგის ხელშეწყობა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის
და ფემინისტური საკითხების შესახებ.
5. ფემინისტური მედიათეკის გამდიდრება:
WISG-ის ონლაინ
პლატფორმაზე რესურსების გაზრდა საინფორმაციო ვიდეოებითა და ანიმაციებით SOGIE და LGBTQI+
საკითხების შესახებ.
6. სტრატეგიული დაგეგმვა: სტრატეგიული
გეგმის შემუშავება თანამშრომლებთან, გამგეობის წევრებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან
თანამშრომლობით, რათა შეიქმნას ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვა მომდევნო სამი წლის
განმავლობაში.
პროექტის
მიზანია:
ხელი
შეუწყოს ლგბტიქ+ საკითხების გავრცელებასა და ინტეგრირებას
შესაბამის საკანონმდებლო დონეზე, პოლიტიკის დოკუმენტებში, პროგრამებში, სერვისებში,
შესაძლებლობების განვითარების ინტერვენციებსა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.
პროექტის აქტივობებია:
პროექტის მიზანია წინ წამოსწიოს წინააღმდეგობ(ებ)ის
და ჩაგვრ(ებ)ის მრავალი სახე, რომელიც ინტერსექციურობის ანალიტიკურ ჩარჩოში ერთიანდება,
და გააღვივოს ამ თემაზე დიალოგი ლგბტ+ აქტივისტებს,
აკადემიას, დამოუკიდებელ ფემინისტ მკვლევარებსა და ორგანიზაციებს შორის.
ფემინისტური ფორუმის - ფემინისტური
პერსპექტივები წინააღმეგობასა და ინტერსექციურობაზე - ორგანიზება.
- ფორუმის სამუშაო ჯგუფის შეკრება,
კონცეფციის და დღის წესრიგის შემუშავება.
- ფორუმის მონაწილეების მოწვევა, ლოჯისტიკური
დაგეგმვა და ჩატარება 2023 წლის ოქტომბერში.
პროექტის ისწრაფვის, რომ შექმნას გარემო, სადაც
ლგბტ+ ადამიანებს შეეძლებათ დაცულად და თავისუფლად იცხოვრონ. კონრეტულად, პროექტის
მიზანია ხელი შეუწყოს ტრანს ადამიანებისთვის დაცული და ავთენტური ლეგალური და ჯანდაცვითი
ჩარჩოს შემუშავებას. ამისთვის WISGი თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
და სახელმწიფო სტრუქტურებთან. მათთან ერთად, WISG-ი ადვოკატირებს, რომ გარდაიქმნას
გენდერის აღიარების ლეგალური პროცესი და, ამასთანავე,
წარმოიშვას ტრანს-სპეციფიკური ჯანდაცვისთვის აუცილებელი ქმედუნარიანობა, ინფრასტრუქტურა
და რესურსები.
- სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და გამოხტვის გამო
დისკრიმინაციის გარშემო სტრატეგიული სამართალწარმოება;
- ადამიანის უფლებათა სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და მხარდაჭერა; ამ დოკუმენტებში ლბტ საკითხების შეტანის ლობირება;
- სამედიცინო და ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით, ტრანსსპეციფიკური ზრუნვისთვის ეროვნული კლინიკური პრაქტიკული გაიდლაინების და კლინიკური მენეჯმენტის სახელმწიფო სტანდარტის შემუშავების მხარდაჭერა;
- იურიდიული
სერვისების უზრუნველყოფა ლბტ ადამიანებისთვის თბილისსა და მის შემოგარენში;
- სათემო
შეხვედრები ჯანდაცვის, სამართლებრივი, და ადამიანის უფლებების საკითხების შესახებ;
- ტრანსსპეციფიკური ინფორმაციული რესურსების შეგროვება და გამოქვეყნება.
მიმდინარე პროექტი უზრუნველყოფს WISG-ის მულტიდისციპლინური
გუნდის სერვისების (MDG) განვითარებას და დივერსიფიკაციას, რომლის შეფასებასა და ანალიზს WISG-ი გაუზიარებს
ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს.
ამასთან, პროექტი მიზნად ისახავს ორგანიზაციული შესაძლებლობების
გაძლიერებას ორგანიზაციის სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით, მისი პოზიტიური ხილვადობისა
და საზოგადოების ცოდნის გაუმჯობესებით ფემინისტურ და SOGIE საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს
დიალოგს LGBTQI+ აქტივისტებს, ფემინისტ მკვლევარებსა და სამთავრობო და არასამთავრობო
ორგანიზაციებს შორის.
პროექტის აქტივობები:
პროექტის მიზანი:
პროექტი ფარავს WISG-ის მუშაობის მნიშვნელოვან ასპექტებს
და ხელს უწყობს ლგბტ თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნის შექმნას კვლევების,
სექსუალობისა და ზრუნვის შესახებ სტატიების თარგმნის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებისთვის
საგანმანათლებლო და პრაქტიკული რესურსების თარგმნისა და ლბტ თემის წევრებისთვის გენდერულად
მგრძნობიარე სერვისების მიწოდებით.
ამ პროექტის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია
WISG-ის პერსონალის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მედეგობაზე ზრუნვა ფსიქოლოგის კონსულტაციებისა
და სტრესის მართვაზე ორიენტირებული სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით.
სასურველი მიზნის მისაღწევად „ლბ ქალები და ტრანსი და
ინტერსექსი პირები ინტეგრირებულნი არიან საზოგადოებაში და სარგებლობენ განვითარების
თანაბარი შესაძლებლობებით“, WISG-მა ჩამოაყალიბა სამი მიზანი, რომელთა მიღწევასაც ცდილობს
პროექტის მეშვეობით: 1. სექსიზმი, ჰომო/ბი/ტრანსფობია აღიარებულია პრობლემად სოციალურ,
კულტურულ და ინსტიტუციურ დონეზე; 2. ლგბტი მეგობრული და გენდერულად მგრძნობიარე სერვისები
ხელმისაწვდომია თემის წევრებისთვის 3. WISG უზრუნველყოფს პერსონალის ფსიქოლოგიურ და
ფინანსურ მდგრადობას
პროექტის აქტივობები:
• ქვიარ ურბანული
ტრავმის შესახებ კვლევის ჩატარება;
• კვლევის „ფსიქიკური ჯანმრთელობის
სერვისები და ლგბტქი თემი: პროფესიული მიდგომები და ქვიარების გამოცდილება“ ჩატარება;
• სტატიების
თარგმნა სექსუალობისა და ზრუნვის შესახებ;
• საგანმანათლებლო
და პრაქტიკული რესურსების თარგმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებისთვის;
• ლბტი თემის წევრებისთვის საჭირო სერვისების მიწოდება;
• ბენეფიციარებისთვის ჯგუფური თერაპიის შეთავაზება;
• WISG-ის თანამშრომლებისთვის
ფსიქოლოგის კონსულტაციების უზრუნველყოფა;
• WISG-ების
პერსონალისთვის სტრესის მართვის სესიების ჩატარება;
პროექტის მიზანი:
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში ქვიარ ფემინისტური
მოძრაობის ხელშემწყობი უფლებრივი და ინსტიტუციური გარემოს განვითარება კოორდინირებული
ინტერსექციური თანამშრომლობის გზით. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, ვცდილობთ:
- წავახალისოთ დისკუსიები სოგი და ფემინიზმის საკითხებსა
და აქტივისტების ინტერსექციური თანამშრომლობის სტრატეგიებზე;
- გავაძლიეროთ კოორდინაცია ლგბტქი სათემო სერვისის მიმწოდებელ
ორგანიზაციებს შორის.
- წავახალისოთ და გავაზიაროთ ზრუნვაზე ორიენტირებული
ფემინისტური მართვის მიდგომა და ტრანსფორმაციული ლიდერობის პრინციპები;
- ხელი შევუწყოთ ტრანსადამიანების დისკრიმინაციისაგან
თავისუფალი გარემოს და პრაქტიკის დანერგვას ეროვნულ დონეზე. გავაძლიეროთ შესაბამისი
ადვოკატირებისა და ლობირების სტრატეგია, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ამ მიზნების მისაღწევად, მოცემული პროექტი ითვალისწინებს
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის (SOGIE) და ფემინისტურ
საკითხებით დაინტერესებულ, სხვადასხვა სფეროში მომუშავე შერჩეული რეგიონული არასამთავრობო
ორგანიზაციებისთვის ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებას. ასევე, ახალი მოკლე ვიდეო-პროდუქტების
შექმნას WISG-ის ფემინისტური მედიათეკის პლატფორმისთვის,
რომელიც ამ ცოდნის გასავრცელებლად და საზოგადოებაში დამოკიდებულებების დადებითად შეცვლისკენაა
მიმართული.
ამას გარდა, ამ პროექტის ფარგლებში, WISG გააგრძელებს
ორგანიზაციაში ფემინისტური ორგანიზაციული მართვის და ტრანსფორმაციული ლიდერობის ინოვაციური
მიდგომების დანერგვას. პროექტის განხორციელებისას, WISG დახვეწს CCOP (კოლექტიურ ზრუნვაზე
ორიენტირებული დაგეგმვა) კონცეფციის მოდელს
და შეიმუშავებს მისი ეფექტური იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმს.
და ბოლოს, ტრანსადამიანების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
სამართლებრივი, ჯანდაცვითი და სოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, აქტიურად გააგრძელებს
ამ ჯგუფის სასარგებლოდ ადვოკატირებას და ლობირებას, როგორც საკანონმდებლო და უფლებათა
დამცველ ორგანიზაციებთან, ასევე აღმასრულებელ სტრუქტურებთან და მათ მარეგულირებელ ერთეულებთან.
პროექტის აქტივობები:
·
გასვლითი ტრენინგები რეგიონული არასამთავრობო
ორგანიზაციებისთვის;
·
ვიდეო და მულტიმედია პროდუქტების მომზადება
WISG-ის ფემინისტური მედიათეკის პლატფორმისთვის;
·
ლგბტქი სათემო ორგანიზაციების შეხვედრების
ინიცირება;
·
ლგბტქი სათემო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული
სერვისების გზამკვლევი ბროშურის მომზადება;
·
CCOP მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება
და CCOP მიდგომის წარმატების
შიდა შეფასება;
·
სამუშაო ჯგუფისა და პირისპირ შეხვედრები
იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებსა და სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურებთან
პროექტის მიზანი:
პროექტი ფარავს WISG-ის მუშაობის სამ ძირითად მიმართულებას: მუშაობა თემთან, ორგანიზაციის
ხილვადობა და ორგანიზაციული განვითარება.
პროექტის საერთო მიზნის „ლბტი თემი ცხოვრობს მეგობრულ
გარემოში და სრულად სარგებლობს უფლებებითა და თავისუფლებით“ მისაღწევად WISG-მა დაისახა ოთხი მყისიერი მიზანი:
1. დაარსებული ფუნქციური სათემო ცენტრი იზიდავს ლბტი თემის ახალ წევრებს და უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას 2. ჩამოყალიბდა
სოლიდარობის პლატფორმა ლბტი საზოგადოების წევრებსა და ფემინისტური მოძრაობის მოკავშირეებს
შორის 3. გაიზარდა ლბტი პირებისა და საკითხების პოზიტიური ხილვადობა და 4. ორგანიზაციას გააჩნია ეფექტური შიდა სისტემები და რუტინები
პროექტის აქტივობები:
· თვითორგანიზებადი სათემო შეხვედრების მხარდაჭერა
თბილისში;
· უნარების ტრენინგები ლბტი თემის წევრებისთვის;
· სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა
და უფლებების შესახებ შეხვედრების ორგანიზება ექიმებისა და ექსპერტების ჩართულობით
ლბტი თემის წევრებისთვის;
· აქტივისტების/თემის წევრებისთვის თვითგაძლიერების ტრენინგების ჩატარება;
· წლის მანძილზე სხვადასხვა კამპანიების წარმოება
(8 მარტის კამპანია; ლესბოსელების
ხილვადობის დღე; ტრანს ხსოვნის
დღე, 16 დღიანი
კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და ა.შ.);
· ფემინისტური ფორუმის ორგანიზება;
· WISG ხილვადობის მასალების მომზადება;
· ანიმაციური ფილმების მომზადება;
· სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტებისა და ორგანიზაციული რუტინების შემუშავება;
პროექტის მიზანი:
მიმდინარე პროექტის ძირითადი მიზანია, წვლილი შეიტანოს
ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში
ლგბტ(ქ)ი და „სოგიე“-ის (SOGIE) საკითხებთან
დაკავშირებით. კერძოდ, პროექტის წინაშე სამი ძირითადი ამოცანა დგას: ა) ყოვლისმომცველი
კომუნიკაციისა და საკომუნიკაციო ქსელის სტრატეგიის განვითარება. ასევე, მისი სრული
მორგება ახალ ეროვნულ და რეგიონულ გამოწვევბზე; ბ) ყველაზე გამოყენებად და პოპულარულ
ქართულ სოც-მედია პლათფორმებზე „სოგიე“-ისა (SOGIE) და ფემინისტური საკითხების დადებითი ხილვადობის ხელშეწყობა; გ) სამიზნე აუდიტორიაში „სოგიე“-ის
(SOGIE) საკითხებზე
ხილვადობის გაზრდა; დ) ორგანიზაციის სამომავლო ხანგრძლივი ინსტიტუციური და სოციალური
მდგრადობის ხელშეწყობა.
პროექტის აქტივობები:
განმახორციელებელი: „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT), „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG), „კავშირი საფარი“, „ქალთა ფონდი საქართველოში“ (WFG) და „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ (SDWM)
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრას საქართველოში. კერძოდ, პროექტის წინაშე სამი ძირითადი ამოცანა დგას: მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოსა და/ან მისი აღსრულების გაუმჯობესება რეგიონულ/ლოკალურ დონეზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მჭიდრო თანამშრომლობის გზით; ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივად მორგებული გამოსავლის გამონახვით, და მოწყვლად სიტუაციებში მყოფი, ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის ქვეშ მყოფი პირების პირდაპირი მხარდაჭერა მათ ძირითადი საჭიროებების შესაბამისად, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სამართლებრივი და სოციალური მიმართულებით.
პროექტის საქმიანობა:
· ოჯახში ძალადობის, სექსუალური დანაშაულის და ა.შ. საკითხებზე სტრატეგიული სამართალწარმოება;
· გენდერული ნიშნით ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თაობაზე ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ პოლიტიკაში ლბტ ქალებისა და სექსმუშაკების საკითხების ინტეგრირება;
· ადამიანის უფლებათა სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და მხარდაჭერა, ადგილობრივ დონეზე ლბტ ქალთა საკითხების პროგრამირების დაგეგმვასა და განხორციელებაში ინტეგრირების მიზნით;
· ადამიანის უფლებათა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის შესახებ თავის შემუშავებაში მხარდაჭერა;
· მეთოდოლოგიის შემუშავება რეპროდუქციული უფლებების თვალსაზრისით სექს მუშაკთა საჭიროებების შესაფასებლად;
· საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ტრანსსპეციფიური ზრუნვისთვის ეროვნული კლინიკური პრაქტიკული გაიდლაინების და კლინიკური მენეჯმენტის სახელმწიფო სტანდარტის, რომელიც სამედიცინო და ეთიკურ პრინციპებს ასახავს, შემუშავების მხარდაჭერა;
· გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის, გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ქალთა სექსუალური უფლებებისა და ადრეული ქორწინების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა;
· იურიდიული, სოციალური, ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების უზრუნველყოფა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, მათ შორის, ლბტ ქალების და სექსმუშაკებისათვის იმერეთის რეგიონში, თბილისსა და მის შემოგარენში.