[ფრანგ. adultere – მრუშობა] – ცოლ-ქმრული ღალატი. (იხ.ქორწინებისგარე სქესობრივი კავშირები)
ალგოლაგნია
[ბერძნ. algos ტკივილი + lagneia ავხორცობა] – სექსუალური პარტნიორისათვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენებით მოგვრილი კმაყოფილება (სიამოვნება) (არსებობს აქტიური ალგოლაგნია ანუ სადიზმი, ძალადობა, ეროტიული ტირანიზმი და პასიური ალგოლაგნია ანუ მაზოხიზმი, პასივიტიზმი).
აღმგზნები ნივთიერება, რომლის ზემოქმედების შედეგადაც ჩნდება ამაღლებული განწყობილება და ეიფორია. შეყვარებულობის პერიოდში, ტვინზე ზემოქმედებას ახენს ფენილეთილამინი და ასევე, შესაძლებელია დოპამინი და ნორეპირეფრინი. შეყვარებულობის პერიოდი დიდხანს არ გრძელდება. ბოლოს და ბოლოს, ორგანიზმი ტოლერანტულად რეაგირებს (ეჩვევა) ამ ნივთიერებებს და მათი ზემოქმედება თანდათან სუსტდება. ზოგიერთი ადამიანი გადაქცეულია ¨სასიყვარულო ეიფორიის მოყვარულად¨, რომელსაც მუდმივად აქვს სურვილი შეყვარებული იყოს. ამიტომაც ისინი დაცილების შემთხვევაში, სასწრაფოდ ეძებენ სხვა პარტნიორს.
ამბისექსუალობა
[ბერძნ. amphi წინსართი, რომელიც აღნიშნავს ორმაგობას + სექსუალობა] – იხ.ჰერმაფროდიტიზმი, ბისექსუალობა.
ამური
[ლათ. amor – სიყვარული), ძველ რომაულ მითოლოგიაში სიყვარულის ღმერთი, ასევე ცნობილი როგორც კუპიდონი, ქალღმერთ ვენერას შვილი. ძველბერძნულ მითოლოგიაში – ეროსი (აფროდიტასა და არესის შვილი. ¨თავისი ისრით ის არა მარტო ქალ-ვაჟის, არამედ მამაკაცთა გულებსაც კოდავდა (ჰომოსექსუალობა)).
ანანიზმი
(ბიბლიური პერსონაჟის ანანის მიხედვით. სინონიმები – იპსაცია, მასტურბაცია, ხელმრუდობა) – ეროგენული ზონების ხელოვნური გაღიზიანება (უფრო ხშირად სასქესო ორგანოებისა) სექსუალური დაკმაყოფილებისათვის. ძირითადად თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში და სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას ქრება. პირველ რიგში, დაკავშირებულია ბიოსოციალური დისჰარმონიასთან, რაც განპირობებულია იმით, რომ სექსუალური მომწიფება წინ უსწრებს პიროვნების სოციალურად ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, ანანიზმს მიმართავენ იმისათვის, რომ შეამცირონ ბიოლოგიური მოთხოვნილებით გამოწვეული ფიზიოლოგიური დისკომფორტი, რადაგან არ შეუძილიათ ეს მოთხოვნილება ადექვატური გზით დაიკმაყოფილონ.
ანანოფობია
(ანანიზმი + ბერძნ. phobos შიში, სიძულვილი) – აკვიატებული შიში ანანიზმის მავნებლობის შესახებ. უფრო ხშირად მამაკაცებს ახასიათებთ – ერექციის დაკარგვისა და იმპოტენციის აკვიატებული შიში, როგორც ანანიზმის ერთგვარი ¨საზღაურისა¨. ანანოფობიის წარმოშობასა და გავრცელებას ხელს უწყობს სექსუალური გაუნათლებლობა და სქესობრივი აღზრდის დაბალი დონე.