search close
  • მაჩო

    [ესპ.macho – მამაკაცი] – გადატანითი მნიშვნელობით იხმარება როგორც „ძლიერი, მაგარი“; არსებობს გამოთქმა vino macho, რაც მაგარ, ძლიერ ღვინოს ნიშნავს. ჩვენთვის კი უფრო მეტად ნაცნობია ამ სიტყვის სხვაგვარი გაგება – „ნამდვილი მამაკაცი“, მამაკაცურობის კვინტესენცია.
    კლასიკური მაჩოს სტერეოტიპი ლათინოამერიკული რეალიებისა და ლეგენდების ნაზავს წარმოადგენს. პირველ რიგში, მაჩო აღიქმება როგორც ქალთა გულთამყრობელი. მისი დამოკიდებულება ქალთან პირველყოფილი მონადირისა და მსხვერპლის ურთიერთობას წააგავს. ქალებზე „ნადირობისაგან“ მაჩოს ყურადღება შეიძლება მხოლოდ ფეხბურთზე გადავიდეს, ვინაიდან ეს უბრალო თამაში კი არა, არამედ ნამდვილად კაცური საქმეა – ბრძოლაში დაუმტკიცო თანასწორს შენი უპირატესობა.
    ამბობენ, რომ ნამდვილ მაჩოს ჯიუტი და ფეთქებადი ხასიათი აქვს, იმავდროულად ის მიმნდობი და გულწრფელია. ის არ გამოირჩევა პუნქტუალობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. აგდებული დამოკიდებულება ყოველგვარი გრაფიკებისა და დაწესებული ნორმების მიმართ უცნაურად ერწყმის პირადი ღირსების უკიდურესობამდე გამძაფრებულ გრძნობას. ის ცოტას, მაგრამ მგზნებარედ საუბრობს. ზოგადად კი, უხვსიტყვაობით არ გამოირჩევა. თუ ეწევა, აუცილებლად რაიმე მყრალსა და მახრჩობელა თამბაქოს.
  • მანია

    [ბერძ.mania – შეშლილობა, ვნება, ლტოლვა] – 1). ფსიქიკური დარღვევა, რომელიც ხასიათდება ამაღლებული განწყობილებით, აღგზნებული მოქმედებით, აჩქარებული აზროვნებით და ყბედობით. 2). პათოლოგიური სწრაფვა, ლტოლვა, ვნება.
  • მასკულინიზაცია

    [ლათ.masculinus – მამრობითი] – გამამაკაცურება, კაცის ან ქალის ორგანიზმში მამაკაცური ნიშნების გაძლიერება. ხშირად ამ ტერმინით აღნიშნავენ მამაკაცის ორგანიზმში მამაკაცური ნიშნების ფიზიოლოგიურ ან პათოლოგიურ გაძლიერებას.
    პათოლოგიური მასკულინიზაციის დროს მამაკაცებს სექსუალური გამოვლინებები უფრო მეტად აღენიშნებათ. ზოგჯერ ისინი შეიძლება ცდებოდნენ მიღებული ეთიკური ნორმების ჩარჩოებს (მაგალითად, მკვეთრად გაზრდილი ლიბიდოს ფორმით – სატირიაზისი).
    ქალებთან ანდროგენების ჰიპერპროდუქციას მივყავართ მეორადი მამაკაცური სასქესო ნიშნების განვითარებასთან (იხ. ვირილიზმი). როგორც წესი, ქალებთან მასკულინიზაციას თან ახლავს ლიბიდოს გაძლიერება (არის შემთხვევები, როდესაც ის პათოლოგიურ ძლიერდება – ლიმფომანია).
  • მასკულინიზაცია

    [ლათ.masculinus – მამრობითი] – გამამაკაცურება, კაცის ან ქალის ორგანიზმში მამაკაცური ნიშნების გაძლიერება. ხშირად ამ ტერმინით აღნიშნავენ მამაკაცის ორგანიზმში მამაკაცური ნიშნების ფიზიოლოგიურ ან პათოლოგიურ გაძლიერებას.
    პათოლოგიური მასკულინიზაციის დროს მამაკაცებს სექსუალური გამოვლინებები უფრო მეტად აღენიშნებათ. ზოგჯერ ისინი შეიძლება ცდებოდნენ მიღებული ეთიკური ნორმების ჩარჩოებს (მაგალითად, მკვეთრად გაზრდილი ლიბიდოს ფორმით – სატირიაზისი).
    ქალებთან ანდროგენების ჰიპერპროდუქციას მივყავართ მეორადი მამაკაცური სასქესო ნიშნების განვითარებასთან (იხ. ვირილიზმი). როგორც წესი, ქალებთან მასკულინიზაციას თან ახლავს ლიბიდოს გაძლიერება (არის შემთხვევები, როდესაც ის პათოლოგიურ ძლიერდება – ლიმფომანია).
  • მაზოხიზმი

    (ავსტრიელი მწერლის ზახერ-მაზოხის სახელის მიხედვით, რომელმაც პირველად აღწერა ეს გადახრა; სინონიმები – ალგომანია, ალგოფილია, პატივიზმი) – სქესობრივი გადახრა, რომლის დროსაც სქესობრივი აღგზნებისა და დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია პარტნიორის მიერ მიყენებული ფიზიკური ტკივილის ან მორალური დამცირების განცდა. სპეციალისტების უმრავლესობა თვლის, რომ ფიზიკური ტკივილი არ წარმოადგენს მაზოხისტის პარტნიორთან ურთიერთობის თვითმიზანს. მისთვის მთავარია სურვილი დაემორჩილოს სხვის ვნებას, იგრძნოს პარტნიორის ძალაუფლების უსაზღვროობა, განიცადოს ყოვლისმომცველი სიტკბოება საკუთარი მორჩილებისა და უმწეობის შეგრძნებით. ეტყობა, გარდუვალი დასჯის, ძალადობის, დამცირების წინაშე ერთხელ განცდილმა სისუსტემ და დაუცველობამ, ცნობიერებაში დატოვა ძლიერი ემოციური კვალი, რაც საფუძვლად დაედო მაზოხისტის სქესობრივი გრძნობების სტრუქტურის ფორმირებას და განსაზღვრა სამომავლოდ როგორც პარტნიორის არჩევა, ისე სექსუალური სცენარი.
    მაზოხისტების ნაირსახეობებიდან გამოყოფენ “მოაზროვნეს”, რაც ვლინდება იმაში, რომ ადამიანის წარმოსახვაში თამაშდება სცენები, მაგალითად, სასქესო ორგანოების დაკარგვის საფრთხე, ან სახალხოდ მოწყობილი დამამცირებელი პროცედურები და ა.შ. როგორც წესი, დაუოკებელი ფანტაზია მთავრდება სექსუალური განმუხტვით. “სიმბოლური” მაზოხიზმის დროს ინდივიდის ქცევა გარშემომყოფთათვის გაუგებარი და ძნელად პროგნოზირებადია. თუმცა, მაზოხისტი სულაც არ ისწრაფვის ტანჯვისკენ. ავადმყოფური განცდები, ტანჯვა და კონფლიქტები მისთვისაც ისევე უსიამოვნოა, როგორც სხვა ადამიანებისათვის, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში ის ისწრაფვის ტკივილის ინტენსიფიცირებისაკენ, რათა შემდეგ განიცადოს სიამოვნება ტკივილის დასრულებით. მაზოხისტი გაცილებით დიდ სიამოვნებას განიცდის თვითდამცირებისა და პარტნიორის მიერ მიღებული დამცირებისაგან, ვიდრე ფიზიკური ტკივილისგან. მაზოხისტებს შორის არიან სრულიად დეგრადირებული ინდივიდებიც, თუმცა უფრო ხშირად ისინი არიან ნორმალური ქცევის, ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვებისგან არაფრით განსხვავებული ადამიანები.
    მაზოხიზმი ნორმიდან გადახრაა, თუმცა ამ სექსუალურ დევიაციას აქვს არსებობის უფლება იმ პირობით, რომ სადო-მაზოხიზმი არ ვნებს გარშემომყოფთ, არ გადადის ტკივილის ზღურბლის საზღვრებს და არ არის სახიფათო ჯანმრთელობისთვის, არ არღვევს პიროვნების უფლებებს და წარმოადგენს მხოლოდ სექსუალური თამაშის ელემენტს. მხარეებს შორის არსებობს უტყვი შეთანხმება, რომ ყველაფერი უნდა ხდებოდეს გარკვეული რისკის ზღვარზე, მაგრამ არ უნდა გასცდეს ამ ზღვარს.
  • მამათმავლობა

    ჰომოსექსუალობის ნაირსახეობაა, რომლის დროსაც სქესობრივი აქტი მყარდება ორ მამაკაცს შორის. იგივე ქმედება ბიჭებთან განისაზღვრება ტერმინით “პედერასტია” (ბერძნულად ნიშნავს “ბიჭების სიყვარულს”). ამ დროს როლები განაწილებულია – აქტიური და პასიური, პარტნიორების მიერ მათი გაცვლის შესაძლებლობით.