[ლათ. virilis მსხვერპლი + ბერძნ. logos სწავლება, მოძღვრება] – მეცნიერება დანაშაულის მსხვერპლის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დაზარალებულის კომპლექსურ შესწავლას. შესწავლას ექვემდებარება დაზარალებული (მათ შორის სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი), კავშირი ¨დამნაშავე¨ – ¨მსხვერპლი¨, ვიქტიმურობა (გარკვეული ფიზიკური და სულიერი თვისებების გამო ზოგიერთ ადამიანს გააჩნია უნარი გარკვეულ სიტუაციებში ¨მოიზიდოს¨ მოძალადე და გახდეს ¨მსხვერპლი¨) და ვიქტილიზაცია (პიროვნების დანაშაულის მსხვერპლად ქცევის პროცესი).
(ტერმინი უკავშირდება ინგლისის დედოფლის ვიქტორიას (1819-1901), რომლის მმართველობის დროსაც სახელმწიფო და ეკლესია ხელს უწყობდა ადამიანის სექსუალური ცხოვრების ყოველგვარი გამოხატულებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას) – სექსუალური მორალის რეპრესიული მიმარულება, რომელიც ვლინდება სექსუალური ცხოვრების მიმართ პურიტანულ-ასკეტურ დამოკიდებულებაში. არათუ ხორციელი ვნება ითვლებოდა ავხორცობად, თვით ფიქრიც კი სექსუალური ურთიერთობების დროს სიამოვნების მიღებაზე შეუფერებელი იყო მორწმუნე ქრისტიანისათვის. განსაკუთრებით მძიმე იყო ის აკრძალვები, რომლებიც ქალებს შეეხებოდა. ითვლებოდა. რომ ქალი, რომელიც ფერტილურ ასაკს მიაღწევდა, უნდა გათხოვილიყო მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გაეჩინა და აღეზარდა ბავშვები. ყოველგვარი სექსუალური აქტივობა ქალის მხრიდან, ისევე როგორც სიამოვნების გამოხატვა სექსუალური აქტის დროს სამარცხვინოდ ითვლებოდა. იმავდროულად, ვიქტორიანიზმის მომხრეები არც თუ ისე მკაცრად აფასებდნენ მამაკაცთა სექსუალობის გამოვლინებას და თვალს ხუჭავდნენ მათ ¨სიცელქეზე¨. პრინციპში, ეს ნიშნავდა ორმაგი მორალური სტანდარტის არსებობას.
მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის სამედიცინო ლიტერატურაში საკმაოდ გავრცელებული იყო ასეთი წარმოდგენა – ¨წესიერი ქალი¨ საერთოდ მოკლებულია სექსუალურ მგრძნობელობასა და სურვილებს. ამგვარმა წარმოდგენებმა ხელი შეუწყო ქალებში ფრიგიდულობის, ხოლო მამაკაცებში ფსიქოგენური იმპოტენციის გავრცელებას.