-
დეფემინიზაცია
[ლათ. de თავსართი, რომელიც აღნიშნავს მოცილებას, დაშორებას, შეცვლას, + ფემინიზაცია] – ბიჭებში ხასიათისა და ქცევის ქალური ფორმების გადალახვის პროცესი, რომელიც ძირითადად აღზრდის პროცესში მხოლოდ ქალების გარემოცვაში ყოფნითაა გამოწვეული.
-
დეფლორაცია
[ლათ. de თავსართი, რომელიც აღნიშნავს მოცილებას, დაშორებას, შეცვლას, + flos, floris ყვავილი, ახალგაზრდობა, სიქალწულე] – საქალწულე აპკის დარღვევა. როგორც წესი, საქალწულე აპკის მთლიანობა პირველი სექსუალური კონტაქტის დროს ირღვევა. თუმცა, აგებულებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მთლიანობა შეინარჩუნოს მრავალჯერადი სქესობრივი აქტის შემთხვევაში. დეფლორაციას ძირითადად თან ახლავს მცირე სისხლდენა (არა ყოველთვის)ბ დეფლორაცია არსებობს სრული და არასრული (ნაწილობრივი). არასრული დეფლორაციის მიზეზი შეიძლება იყოს უხეში გინეკოლოგიური დათვალიერება, სასქესო ორგანოების ტრამვა, ანანიზმი, ღრმა პეტტინგი, გაუფრთხილებელი ვესტიბულარული კოიტუსი და ა.შ.
-
დენდროფილია
[ბერძნ. dendron ხე + philia სიყვარული] – პიგმალიონიზმის ერთ-ერთი ფორმა, სადაც ფეტიშის როლს ხე ან ხის ნაკეთობები ასრულებს.
-
დეტერმინიზაცია სქესის
[ლათ. determino განვსაზღვრავ] – გარემო და მემკვიდრეობითი (გენეტიკური) ფაქტორების ერთობლიობა, რაც განაპირობებს სქესობრივი დიფერენციაციის საბოლოო რეზეულტატს. ანუ პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნებისა და სქესობრივი თვითშეგნების (რომლის ძირითადი კომპონენტებია – ფსიქოსექსუალური ორიენტაცია, სექსუალური პარტნიორის არჩევა და ინდივიდის მიერ საკუთარი სექსუალური როლის არჩევა) განვითარება.
-
დეტუმენსცენცია
[ლათ. de თავსართი, რომელიც აღნიშნავს შეცვლას, + tumesco გაბერვა, გასივება] – ერექციის შეწყვეტა ეაკულაციისა და ორგაზმის შემდეგ.
-
დევიაცია
[ფრანგ. deviation გადახრა, გამრუდება] – ნორმიდან გადახრა.
-
დილდო
მამაკაცის ასოს ხელოვნური შემცვლელების საერთო სახელწოდება (ფალოიმიტატორი, ვიბრატორი და ა.შ.)
-
დიმორფიზმი
ერთი და იმავე მოვლენის ორი ხარისხობრივად განსგვავებული ფორმით გამოვლენად სქესობრივი დიმორფიზმი წარმოადგენს განსხვავებებს, რაც განპირობებულია სხვადასხვა სქესის (ქალი და მამაკაცი) მიკუთვნებულობით.
-
დიპოლდიზმი
ფლაგელაციის ერთ-ერთი ფორმა, რაც ვლინდება მოწაფის წვალებასა და ცემაში სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით. ტერმინის წარმოშობა უკავშირდება ვინმე დიპოლდს, რომელიც შინამასწავლებლად მუშაობისას იმდენად სასტიკად სცემდა აღსაზრდელს სექსუალური სიამოვნების მისაღებად, რომ სიკვდილამდე მიიყვანა ბავშვი. სინონიმი – აღმზრდელობითი სადიზმი.