-
პენისისადმი შური
ფროიდის შეხედულების თანახმად, პატარა გოგონების რეაქცია, როდესაც აცნობიერებენ, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს აქვთ პენისი – მათ კი არა (კასტრაციის კომპლექსი). ჩვენს დროში მოსაზრებამ გოგონების ასეთ კონფლიქტურ განცდებზე გავრცელება ვერ ჰპოვა. ფროიდის კონცეფციის რაციონალური მარცვალი იმაში მდგომარეობს, რომ გოგონები ბიჭებთან შედარებით აღზრდისას გრძნობდნენ (ეხლაც) უთანასწორობას და ამიტომ არ სურდათ საკუთარ ქალურ როლთან თავისი იდენტიფიცირება. შურდათ ბიჭების პრივილეგიები და თვითონ უნდოდათ ბიჭობა. ამ თვალსაზრისით, პენისისადმი შური უნდა გავიგოთ როგორც მეტაფორა.
-
პაჟიზმი
[ფრანგ.page] – მაზოხიზმის ნაირსახეობა, როდესაც სქესობრივი დაკმაყოფილება მიიღწევა პაჟის ან მოსამსახურის როლის შესრულებით. პაჟიზმის გამოხატული ფორმაა – სერვილიზმი.
-
პანსექსუალიზმი
[ბერძ.pan, pantos – ყველაფერი+სექსი] – შეხედულებათა სისტემა, რომლის მიხედვითაც ადამიანისა და საზოგადოების შესახებ მეცნიერებაში განმსაზღვრელ როლს ასრულებს სექსუალური სფერო. ყველაზე ხშირად პანსექსუალიზმში ადანაშაულებენ ფროიდის ფსიქოანალიზს. ფროიდის თეორიის თანახმად, ადამიანის სექსუალობა (ინდივიდის სექსუალობის თავისებურებები, ბავშვური სექსუალური განცდები, პირველი ეროტიული გამოცდილება) მართლაც განსაზღვრავს პიროვნების ხასიათს, ქცევის მოტივებს, მიზნებს და ქმედებებს. თუმცა ფროიდიზმის მიმდევრები სექსუალობაში გულისხმობენ არა ადამიანის ქცევას, მიმართულს სქესობრივი ინსტიქტის რეალიზაციაზე, არამედ თავისებურ შინაგან ენერგიას, რომელიც განაპირობებს თითოეული ადამიანის ინდივიდუალობას და ვლინდება დაფარული, შენიღბული სახით. (იხ. სუბლიმაცია).
-
პართენოფილია
[ბერძ.parthenos – ქალწული+ფილია] – პედოფილიის ნაირსახეობა, ქალწულებისადმი ლტოლვა. უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებთან. ითვლება, რომ ასეთ ლტოლვას საფუძვლად უდევს ზრდასრული ქალის წინაშე მამაკაცის საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა, პარტნიორის გამოუცდელობით ტკბობა, მასწავლებლის როლში ყოფნის შესაძლებლობა და მოსწავლის მორცხვობისა და მორიდებულობის დაძლევა. ხანშიშესულებთან პარტენოფილია შეიძლება გამოვლინდეს, როგორც პოტენციის ინვოლუციური დაქვეითების რეზულტატი, ხოლო ზოგიერთ ახალგაზრდასთან ის წარმოადგენს ფსიქოსექსუალური განვითარების შეფერხების და სქესობრივი ურთიერთობის ყმაწვილურ ფორმებზე ფიქსაციის შედეგს. თავისი სექსუალური მისწრაფებების დაკმაყოფილების შესაძლებლობების ძიებისას პარტენოფილები ხშირად სამუშაოს პოულობენ გოგონა-მოზარდების კოლექტივებში. როგორც წესი, ისინი მუშაობენ მწვრთნელებად, პედაგოგებად, აღმზრდელებად, სამხატვრო ხელმძღვანელებად და ა.შ. ისინი დიდი სიამოვნებით, მიუხედავად დაკავებულობისა, საკუთარ თავზე იღებენ სამუშაო საათების შემდეგ სექციებისა და წრეების გაძღოლას. დიდ დროსა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მოზარდს, რომელიც მოსწონთ. “აღმზრდელობითი” მიზნებით გოგონებთან ატარებენ გულღია საუბრებს სქესობრივი ურთიერთობების თემებზე, აძლევენ მათ ეროტიულ ან პორნოგრაფიულ ლიტერატურას, უჩვენებენ შესაბამისი შინაარსის ფილმებს და ნელ-ნელა უბიძგებენ თავის მსხვერპლს უფრო თამამი ქმედებებისაკენ.
-
პედერასტია
[ლათ.pais – ყრმა+ erastes მოყვარული, საყვარელი] – პედოფილიის განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც არსებობს ფსიქოსექსუალური მიდრეკილება განსაკუთრებით ბიჭების და ჭაბუკების მიმართ. დღესდღეობით ჯერ ისევ დასჯადი ბიჭების სიყვარული, ანტიკურ საბერძნეთში ყვაოდა. მაშინ ის საზოგადოების მხრიდან ისევე იყო მიღებული, როგორც ჰეტეროსექსუალური კავშირები და არავის სჭირდებოდა ამ მიდრეკილების დამალვა ან გასაიდუმლოება.
-
პედოფილია
[ლათ.pais – ბავშვი+ philia – სიყვარული] – სქესობრივი გადახრის ნაირსახეობა, სექსუალური ლტოლვა ბავშვებისადმი, სექსოლოგიაში – ფსიქოსექსუალური მიდრეკილება ორივე სქესის ბავშვებისადმი. ბავშვის სქესს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ბავშვის მოუმწიფებელი სხეული წარმოადგენს ძლიერ სექსუალურ სტიმულს და მისი როლი ჰგავს ფეტიშის როლს. განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს პედერასტია, რომლის დროსაც ლტოლვა მიმართულია მხოლოდ ბიჭებისა და ჭაბუკებისადმი. ზოგჯერ ტერმინით “პედოფილია” აღნიშნავენ სექსუალურ მიდრეკილებას სექსუალური კონტაქტებისადმი ბავშვებთან, მათი სქესის მიუხედავად, ხოლო ტერმინით “ლიმფოფილია” განისაზღვრება მამაკაცების სექსუალური მიდრეკილება მოუმწიფებელი გოგონებისადმი.
პედოფილია ყოველთვის არსებობდა, თუმცა მისადმი მიდგომა განსხვავებული იყო. აღმოსავლური კულტურის ქვეყნებში ლიმფოფილია არ იდევნებოდა და გოგონებთან სექსუალური ურთიერთობა ჩვეულებრივად ითვლებოდა. ევროპული კულტურის ფარგლებში ასაკობრივი ზღვრები, რომლებიც იურიდიულად აკანონებდნენ ბავშვებთან სექსუალურ კონტაქტს, ხასიათდებოდნენ მნიშვნელოვანი ცვალებადობით. საფრანგეთში მხოლოდ მე-XIX საუკუნის II ნახევარში გაიზარდა ასაკობრივი ზღვარი, 11 წლიდან 13 წლამდე, როდესაც გოგონას შეეძლო გათხოვება. ინგლისში მხოლოდ 1929 წელს გაუქმდა წესი, რომლის მიხედვითაც 12 წლის გოგონას შეეძლო გათხოვება. ჩვენს დროში ასაკი, რომლის მიღწევამდეც ზრდასრულ ადამიანს არ შეუძლია სექსუალური კონტაქტის დამყარება ბავშვთან, საშუალოდ შეადგენს 15-16 წელს, თუმცა რეალურად ეს ზღვარი უფრო მაღალია, რადგან სამართლებრივის გარდა, არსებობს მორალური ნორმები, რომლებიც კიდევ უფრო ზრდიან ამ ზღვარს.
როგორც წესი, პედოფილია გვხვდება 3 ასაკობრივ ჯგუფში: 50 წლის ზევით, 35 დან 40 წლამდე და მოზარდებთან. შესაძლებელია გარღვევა 20-დან 35 წლამდე, როდესაც პედოფილიის შემთხვევები თითქოსდა იშვიათია, მხოლოდ ილუზიაა. ალბათ, პედოფილი ცოლის მოყვანის გამო, უბრალოდ დროებით წყვეტს კონტაქტებს ბავშვებთან, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ შემდგომში მისი ძალადობის ობიექტად იქცეს საკუთარი შვილი (თუმცა ინცესტი არ “ითვლება” პედოფილიად). გამოყოფენ პედოფილიის რამოდენიმე სახეობას. ყველაზე გავრცელებულია პედოფილია არასრულფასოვნების კომპლექსით. ფსიქოსექსუალური განვითარების შეფერხების მქონე პედოფილებს არ შეუძლიათ ურთიერთობის აგება სხვა ზრდასრულ ადამიანებთან. ბავშვებთან ურთიერთობისას ისინი თავს ვითარების ბატონ-პატრონებად გრძნობენ. ასეთ შემთხვევებში მსხვერპლად იშვიათად გვევლინებიან უცნობი ბავშვები, ამიტომ შემთხვევითი კონტაქტები იშვიათია, როგორც წესი, პედოფილი ბავშვს ხიბლავს საინტერესო ამბების მოყოლით, თამაშებით და მეგობრული ურთიერთობის დამყარებით. ამისგან განსხვავებით, რეგრესიული პედოფილები ადვილად ამყარებენ ჰეტეროსექსუალურ კავშირების; თუმცა, ცხოვრების რაღაც ეტაპზე მათ უჩნდებათ სექსუალური არასრულფასოვნების განცდა, ისინი ვეღარ უმკლავდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებს, რასაც ხშირად ალკოჰოლიზმამდე მიჰყავთ. მათ სექსუალურ კონტაქტებს ხშირად იმპულსური ხასიათი აქვს და ვითარდება უცნობ ბავშვებთან. სურვილი შესაძლოა იყოს მოულოდნელი და ისეთი ძლიერი, რომ ისინი ვერ ახერხებენ მის დაძლევას. აგრესიული პედოფილები (ყველაზე იშვიათი კატეგორია) – ანტისაზოგადოებრივი ქცევისადმი მიდრეკილი მამაკაცები, როგორც წესი ქალთმოძულეები არიან. ყველაზე დიდი ალბათობით, სწორედ მათგან არის მოსალოდნელი უხეში ძალადობა მსხვერპლის მიმართ.
ზოგიერთი მონაცემით, პედოფილების 80%-ს ბავშვობაში თვითონ აქვთ გადატანილი რაიმე სექსუალური ტრავმა. რატომ ხდებიან ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცები შემდეგ მოძალადეები და რატომ ძალადობენ სხვა ბავშვებზე, გაურკვეველი რჩება; შესაძლებელია ეს აიხსნას პიროვნული განვითარების რაიმე დარღვევებით, რომელიც გამოწვეულია ბავშვობაში გადატანილი ტრავმით.
-
პიქტოფილია
ეროტიული სურათების, ფილმების ან ვიდეოკასეტების ყურების დაუოკებელი მოთხოვნილება.
-
პორნოგრაფია
სექსუალური ცხოვრების ვულგარულ-ნატურალისტურად ასახვა, მისი სექსუალური შინაარსის სკაბრეზულად გამოსახვა. პორნოგრაფიის სართოდ მიღებული და ყველას დამაკმაყოფილებელი განსაზღვრება არ არსებობს და ეტყობა არც შეიძლება არსებობდეს, რადგან: ყველა საზოგადოებას, ყველა სოციალურ ჯგუფს და ბოლოს და ბოლოს ყველა ადამიანს აქვს საკუთარი (მკაფიო თუ არამკაფიო, გულწრფელი თუ მოჩვენებითი, კომპეტენტური თუ არაკომპეტენტური, მომთმენი თუ არამომთმენი) წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის პორნოგრაფია.
-
პრიაპიზმი
[ბერძ.priapismos – ნაყოფიერების ძველბერძნული ღმერთის პრიაპის სახელიდან] – სასქესო ასოს მდგრადი პათოლოგიური ერექცია, რომელიც დაკავშირებული არ არის სექსუალურ აღგზნებასთან. პრიაპიზმი შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ბავშვებში იშვიათად გვხვდება. ვითარდება ნევროლოგიური დაავადებების, სისხლის დაავადებების, სქესობრივი ორგანოების ადგილობრივი დაავადებების, ინტოქსიკაციის შედეგად. პრიაპიზმის განვითარების უშუალო მიზეზს წარმოადგენს სასქესო ორგანოს კავერნოზულ სხეულებში სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევა.