(მომდინარეობს ეგეოსის ზღვაში ბერძნული კუნძულის სახელწოდებიდან; სინონიმები – ლესბოსური სიყვარული, საფიზმი, ტრიბადია) – ქალური ჰომოსექსუალობა. გავრცელებული იყო აზიის აღმოსავლეთსა და სამხრეთში (ასირია, ბაბილონი, ძველი ინდოეთი), აგრეთვე აფრიკაში (ეგვიპტე). იქიდან გავრცელდა ძველ საბერძნეთსა და რომში, ხოლო შემდეგ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში. ქალთა ერთსქესიანი სექსუალური ურთიერთობისადმი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დამოკიდებულება იყო. თუ ავსტრიაში ქალთა ერთსქესიანი სიყვარული მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა, საფრანგეთში 1881 წელს, ქალებმა ოფიციალურად მიიღეს ტრიბადიისათვის განკუთვნილი სპეციალური სახლების მონახულების უფლება. ქალთა ჰომოსექსუალობის სიხშირე მერყეობს 1-დან 3%-მდე. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ეს პროცენტი ძალზედ შემცირებულია, რადგან მამაკაცისგან განსხვავებით, ქალისთვის შედარებით ადვილია დამალოს თავისი სექსუალური მიდრეკილებები. ის შეიძლება გათხოვდეს და ბავშვიც გააჩინოს, რათა საზოგადოების თვალში მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც მამაკაც-ჰომოსექსუალს გაუჭირდება.
აღმოსავლურ და სამხრეთულ ქვეყნებში ფართო გავრცელება ჰპოვა ხელოვნურმა პენისმა. იმ შემთხვევებში, როდესაც ლესბოსური ურთიერთობა გამოწვეულია ისეთი გარემო პირობებით, რომელნიც დიდი ხნით ხელს უშლიან ქალს ნორმალური სქესობრივი ცხოვრების წარმოებაში, ლესბოსური სიყვარული შეიძლება გავუთანაბროთ ვიკარულ (ჩანაცვლებულ) კოიტუსს.
ხშირად ამ მიდრეკილებას ვხვდებით ოჯახის ქალებთანაც, რომლებიც თავიანთ ქმრებთან ცხოვრობენ. ასეთი ორმაგი ცხოვრებით მცხოვრებ ქალს შეუძლია სიამოვნება მიიღოს ორივე პარტნიორისგან (ის ბისექსუალია) ან მამაკაცი მისთვის უსიამოვნოა და ორგაზმს მხოლოდ ჰომოსექსუალური სიყვარულით განიცდის.