search close
  • ტრანსექსუალობა

    (ტრანს + სექსი): ადამიანის ფსიქოლოგიური სქესის მყარი შეუსაბამობა მის გენეტიკურ და გონადურ სქესთან. საკუთარი სხეულისა და სასქესო ორგანოების აგებულება ტრანსექსუალის მიერ აღიქმება, როგორც არასწორი, არაბუნებრივი და თან ახლავს ნებისმიერი გზით სქესის შეცვლისადმი სწრაფვა. ტრანსექსუალობის სიხშირე არის საშუალოდ 1: 100-200 ათას ადამიანზე. ტრანსექსუალობის მიზეზად შეიძლება მოგვევლინოს სხვადასხვა დარღვევები ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში, რაც შესაძლოა იყოს ფეხმძიმობისას ნერვული სტრესების, ზოგიერთი წამლის მიღების, ნაყოფის არასაკმარისი კვების და ა.შ. შედეგი. ასეთი დარღვევების გამოხატულება ვარირებს ფართო საზღვრებში, რითაც აიხსნება ტრანსექსუალობის კლინიკური ვარიანტების მრავალფეროვნება. ბირთვული (გამოხატული) ტრანსექსუალობის დროს, სქესობრივი აღზრდა პრაქტიკულად გავლენას ვერ ახდენს სქესობრივი ცნობიერების ჩამოყალილებაზე, თუმცა უკიდურესი (არამკვეთრი) გამოხატულებების, კორექციის შემთხვევაში ის დადებითად მოქმედებს. ტრანსექსუალებისათვის დამახასიათებელია ქცევის ისეთი ფორმები, რაც დაკავშირებულია საწინააღმდეგო სქესისადმი მიკუთვნებულობის განცდასთან. ასე მაგალითად, ბავშვები ითხოვენ, რომ მათ დაუძახონ საწინააღმდეგო სქესის სახელი და ჩააცვან საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმელი, ბიჭები სიამოვნებით თამაშობენ თოჯინებით სხვა გოგონებთან, გოგონები ჩხუბობენ ბიჭებთან, თამაშობენ ფეხბურთს და სხვა ბიჭურ თამაშებს. მშობლების მცდელობები, ჭკუის დარიგებით ან დასჯის საშუალებით შეცვალონ ბავშვი-ტრანსექსუალის ქცევა, როგორც წესი, წარუმატებელია. ისინი დაჟინებით ითხოვენ გარშემომყოფთაგან მათ აღიარებას იმ სქესში, რომელსაც თავიანთ თავს მიაკუთვნებენ. საწინააღმდეგო სქესისადმი მიკუთვნებულობისაკენ სწრაფვა განსაკუთრებით ძლიერდება სქესობრივი ჯირკვლების აქტიური ფუნქციონირების დაწყებასთან ერთად. მოზარდები შეშფოთებულები არიან გენიტალიების ზრდით და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებით, რომელნიც ეწინააღმდეგებიან მათ თვითშეგნებას. მკერდის ჯირკვლების გადიდებას და მენსტრუაციის დაწყებას გოგონა-ტრანსექსუალები კატასტროფად აღიქვამენ. ამ ასაკში ფორმირებული სქესობრივი ლტოლვები, როგორც წესი, შეცვლილია: ქალ-ტრანსექსუალებს ის უვითარდებათ ქალების მიმართ, ხოლო მამაკაცებს – მამაკაცების მიმართ. ამგვარი ლტოლვა გარედან აღიქმება როგორც ჰომოსექსუალური, მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ არის, რადგან სქესობრივი თვითშეგნების თანახმად მამაკაცი-ტრანსექსუალები ქალებთან ინტიმურ კავშირს აფასებენ და უარყოფენ, სწორედ როგორც ჰომოსექსუალურს. ტრანსექსუალების უმრავლესობის სექსუალური ცხოვრება დაკავშირებულია სექსუალური პარტნიორის შერჩევის სერიოზულ სიძნელესთან, რადგან თაყვანისცემის ობიექტი, როგორც წესი ეწინააღმდეგება ახლო ურთიერთობების დამყარების მცდელობას. მათი დაახლოებით მეოთხედი (უფრო ხშირად მამაკაცები) ცდილობს სექსუალურ კონტაქტში შევიდნენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, მაგრამ რამოდენიმე მცდელობის შემდეგ გაწბილებულები რჩებიან. თუ ტრანსექსუალი ახერხებს საკუთარი სქესის მუდმივი სექსუალური პარტნიორის პოვნას, ადრე თუ გვიან თავს იჩენს სხვადასხვა სირთულე, რადგან გარშემომყოფები ნეგატიურად აღიქვამენ ამგვარ კავშირს, თუმცა კი, ტრანსექსუალებისათვის სექსუალური პრობლემები არ არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი. მთელი მათი ყურადღება და მისწრაფება, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია საკუთარი გარეგნობის და სხეულის აღნაგობის საკუთარ სქესობრივ ცნობიერებასთან შესაბამისობაში მოყვანისკენ, აგრეთვე მათთვის მნიშვნელოვანია საწინააღმდეგო სქესისადმი მიკუთვნებულობის საზოგადოებრივი აღიარება. ამის გამო, ისინი ძალიან რთული ქირურგიული ჩარევებისგანაც კი არ იხევენ უკან. ტრანსექსუალობის შედარებით მსუბუქი ფორმების დროს, მართალია ადგილი აქვს განსხვავებული სქესობრივი მიკუთვნებულობის ფსიქიკურ განცდას, მაგრამ ასეთი ტრანსექსუალების დიდი ნაწილი ახერხებს თანდათანობით ადაპტირებას, პოულობს კომპენსაციას საქმიანობაში, საწინააღმდეგო სქესისათვის დამახასიათებელ ჩვევებსა და ქცევაში. მაგალითად, ქალები ირჩევენ განსაკუთრებით პრესტიჟულ მამაკაცურ პროფესიებს: მფრინაობას, შორეული ზღვაოსნობის კაპიტნობას, გამომძიებლობას და ა.შ. რაც ეხმარება მათ არა მხოლოდ თვითდამკვიდრებაში, არამედ მამაკაცთა საზოგადოებაში ყოფნაშიც. პროფესია ამართლებს მათ მამაკაცურ ჩვევებს, ქცევის მანერას, ჩაცმის სტილს. ძლიერად გამოხატული ტრანსექსუალობის დროს, სქესის შეცვლის გარეშე, სრულფასოვანი სოციალური ადაპტაცია პრაქტიკულად შეუძლებელია.
  • ტრანსვესტიზმი

    (ტრანს – ლათ. vestio – ჩაცმა; სინონიმი – ტრავესტიზმი), საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმისაკენ სწრაფვა. დიდი ხნის განმავლობაში მას უკავშირებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ჰომოსექსუალობას, ამასთან აქტიურს ქალებთან და პასიურს – მამაკაცებთან. ამიტომ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალობა კანონით იდევნებოდა, ტრანსვესტიზმი ითვლებოდა ამორალურ და დანაშაულებრივ მოვლენად. ჯერ კიდევ მოსეს მე-5 წიგნშია ნათქვამი: “ქალი არ უნდა ატარებდეს მამაკაცის ტანსაცმელს, ხოლო მამაკაცი არ უნდა იცმევდეს ქალის კაბას, ის ვინც ასეთ რამეს გააკეთებს, ღმერთისთვის მიუღებელია”. ცნობილია, რომ 1411 წელს, ინგლისელების ბრძანებით, კოცონზე დაწვეს ჟანა დარკი, ხოლო სასამართლოზე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს შორის ფიგურირებდა მამაკაცის ტანსაცმლის ტარებაც. თანამედროვე თვალსაზრისით, ტრანსვესტიზმი – არაერთმნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ტარების მოტივები შეიძლება იყოს საერთოდ სხვადასხვა. ნამდვილი ტრანსვესტიზმი წარმოადგენს პერვერსიას, რომლის დროსაც საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმა იწვევს სექსუალური სიამოვნების განცდას, მაგალითად, მამაკაცებში ძლიერ სქესობრივ აღგზნებას ქალის თეთრეულის, კაბის, წინდების და ა.შ. ჩაცმის დროს. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს სარკის წინ საკუთარი სხეულის ფერება და ონანიზმი.
    ტრანსვესტიზმის ეს ვარიანტი ფაქტიურად წარმოადგენს ფეტიშიზმის ნაირსახეობას, რადგანაც ამ სუბიექტების სქესობრივი დაკმაყოფილება მჭიდროდაა დაკავშირებული საწინააღმდეგო სქესის სამოსის დაუფლების და მათი გამოყენების შესაძლებლობასთან.
  • ტრავესტიზმი

    (ფრანგ.travestir – გადაცმა), იხ. ტრანსვესტიზმი.
  • ტრიბადია

    (ბერძ. tribo- ხახუნი), ქალური ჰომოსექსუალობის ფორმა.