search close
თემის გაძლიერება
WISG

იმისთვის რომ ჯერ კიდევ არარსებული ლგბტ აქტივიზმი შესაძლებელი გამხდარიყო საქართველოში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა“ (WISG) ფაქტობრივად ცარიელ ადგილას დაიწყო თემის მობილიზებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა. ეს გახლდათ ხანგრძლივი ყოველდღიური შრომა, რომლის პირდაპირი თუ ირიბი შედეგია ის, რომ დღეს შესაძლებელია ქვიარ აქტივიზმზე საუბარი საქართველოში. WISG-მა შეიმუშავა გაძლიერების საფეხურებრივი მიდგომა, რომელიც მოიცავს როგორც პერსონალურ, ისე ინტერპერსონალურ ასპექტებს. გაძლიერებაში იგულისხმება ფსიქო-სოციალური გაძლიერება და ცნობიერების ამაღლებაზე, უსაფთხო სივრცის შექმნზე მიმართული სისტემატური მუშაობა თავად თემის წევრების უშუალო ჩართულობით. ინივიდუალურ დონეზე გაძლიერების ხელშეწყობა გამოიხატება თვითშეფასების ამაღლებისკენ, სოციალური იზოლაციის და ინტერნალიზებული ჰომოფობიის დაძლევისკენ, საკუთარი და სხვისი უფლებების გაცნობიერებისა და პატივისცემისკენ მიმართულ სამუშაოებში. სოციალური, კულტურული გარემოს გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღების, სოლიდარობის აქტების, ურთიერთმხრდაჭერისა და სამოქალაქო აქტივიზმში ჩაბმის გზით.

ორგანიზაცია სათემო გაძლიერების მიმართულებით 2007 წლიდან დღემდე უწყვეტი რეჟიმით მუშაობს. მიმართულება დროთა განმავლობაში დაიხვეწა განვითარდა და 2018 წლიდან მისი ნაწილი გახდა მულტი გუნდიც, რომელიც ქეის მენეჯმენტის პრინციპით ფუნქციონირებს. ორგანიზაციამ პირველმა დანერგა მულტიგუნდის და ქეის მენეჯმენტის პრინციპით მუშაობა სერვისის მიღების მსურველებთან. ეს მიდგომა თითოეული შემთხვევის კომპლექსურობის აღქმის და საჭიროებების უფრო სრულყოფილი სურათის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ასევე დაინერგა ქეის ბანკით მონაცემთა მართვისა და ანალიზის პრაქტიკა რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა კონფიდენციალობა და უსაფრთხოებას. ამ მიმართულებით მუშაობა ასევე გულისხმობს შეხვედრების ციკლის, ტრენინგებისა თუ სწავლების ორგანიზებას სოციალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, გენდერზე, სექსუალობაზე, უფლებებზე. ჯგუფის საჭიროებების კვლევას, სოციალურ ღონისძიებების ორგანიზებას თემის წევრებისთვის და ფემინისტური იდეებისა და მიდგომების პოპულარიზაციას თემში.