-
ნარცისიზმი
[ბერძ.Narkissos – ნარცისი, მითოლოგიური ყმაწვილი, რომელსაც შეუყვარდა თავისი ანარეკლი წყალზე; სინონიმები – აუტოფილია, აუტოეროტიზმი] – სქესობრივი აღგზნება, რომლის დროსაც სექსუალური დაკმაყოფილება მიიღწევა საკუთარი შიშველი სხეულის, მისი ცალკეული ნაწილების, მათ შორის სასქესო ორგანოების ჭვრეტით, ხშირად ონანიზმთან ერთად. ნარცისიზმი, როგორც სექსუალური დევიაცია, რომელიც ანაცვლებს სექსუალური აქტივობის სხვა ფორმებს მამაკაცებთანაც და ქალებთანაც, ძალიან იშვიათად გვხვდება. ის ძირითადად წარმოადგენს ეპიზოდს სექსუალური გადახრების ფორმირების პროცესში. მასტურბაციის, როგორც ნარცისიზმის განხილვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას თან ახლავს საკუთარი სხეულით ტკბობა. ნარცისიზმის ჩამოყალიბებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ადრეული ასაკიდან თანატოლებისაგან იზოლაცია, როდესაც შესწავლის ობიექტად მხოლოდ საკუთარი სხეული გვევლინება. ფსიქოპათოლოგიურმა ნიადაგმა (მაგალითად, ისტეროიდული ფსიქოპათია) ასევე შეიძლება შეუწყოს ხელი ამ სინდრომის ფორმირებას.
-
ნეკროფილია
[ბერძ.nekros –მკვდარი, philia– სიყვარული; სინონიმები – ნეკრომანია, ნეკროსადიზმი] – გვამთან სექსუალური ქმედებების დაუოკებელი ლტოლვა. გვხვდება ძალიან იშვიათად და მხოლოდ მამაკაცებთან. საშიში ზღაპრები სიკვდილზე, მიცვალებულზე, სასაფლაოზე და ვამპირებზე ყველა ბავშვს გაუგონია, რაც იწვევს სრულიად გასაგებ რეაქციებს – აღელვებას, შეშფოთებას და შიშს. ასეთი მძაფრი და ემოციური რეაქცია ზოგიერთი მათგანისთვის სასურველი და მიმზიდველი ხდება. ბავშვის ზრდასთან ერთად მსგავს მდგომარეობას, თავის ტვინის გარკვეული ნერვული სტრუქტურების აღგზნებადობის დაბალი ზღურბლის პირობებში, შეუძლია გამოიწვიოს ეაკულაცია და ორგაზმიც კი და დაფიქსირდეს მის ცნობიერებაში. ხშირად ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფსიქიკურად არასრულფასოვან და ავადმყოფ ადამიანებთან. როგორც წესი, ნეკროფილიის ფორმირებისას ადგილი აქვს ადამიანის სადისტურ (იხ. სადიზმი, ვამპირიზმი) ან მაზოხისტურ (იხ. მაზოხიზმი) მიდრეკილებებს. მკვეთრად გამოხატული ნეკროფილიის დროს ნეკროფილი განსაკუთრებულ სიამოვნებას განიცდის, უმეტესწილად, მდედრობითი სქესის გვამის დანაწევრების (იხ. ბერტრანიზმი), გვამის ცალკეული ნაწილების საკუთარ სხეულზე მიდების დროს, რასაც თან ახლავს მასტურბაცია, ზოგჯერ სქესობრივი აქტიც. ზოგჯერ გვამის ცალკეული ნაწილები თან მიაქვთ, ანალოგიური მანიპულაციების გასაგრძელებლად. ნეკროფილები ძირითადად იყენებენ მხოლოდ მკვდარ სხეულს და მკვლელობაზე ძალზედ იშვიათად მიდიან. ეტყობა თვითონ მკვლელობა არ წარმოადგენს ნეკროფილის სქესობრივი გრძნობების სტიმულს, ხოლო მისი ფანტაზიები პირდაპირ გადადიან მკვდარ სხეულთან მანიპულაციებზე. ნეკროფილიად შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევა, როდესაც მამაკაცის სექსუალური სტიმულაციისათვის პარტნიორმა თავი უნდა მოიმკვდარუნოს: ჩაიცვას შესაფერისი კაბა და არ რეაგირებდეს პარტნიორის ქმედებებზე. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ნეკროფილიის ელემენტებს შეიცავს ის შემთხვევებიც, როდესაც მამაკაცი უპირატესობას ანიჭებს სქესობრივ აქტს მძინარე პარტნიორთან.
-
ნუდიზმი
[ლათ. nudus – შიშველი, ტიტველი] – საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც აღიარებს შიშველი სხეულის კულტს.
-
ნიმფომანია
[ბერძ.nymphe – პატარძალი+ მანია; სინონიმი – ანდრომანია] – ქალების პათოლოგიური სქესობრივი ლტოლვა, რაც ვლინდება სხვადასხვა პარტნიორებთან სქესობრივი სიახლოვისაკენ დაუოკებელ სწრაფვაში. მამაკაცებთან ანალოგიურ გადახრას სატირიაზისი ეწოდება.
ნიმფომანია შეიძლება განვიხილოთ როგორც სინდრომი, რომელსაც ახასიათებს სექსუალური კონტაქტებისადმი გამუდმებული სწრაფვა; მისი მიზეზი შეიძლება იყოს აკვიატებული მდგომარეობები ან აგრესიული ტენდენციები. ამ ტიპის მიზეზები განსაზღვრავენ არაკონტროლირებად ქცევას, რომელიც მიმართულია სწრაფვაზე სექსუალური კონტაქტებისადმი ნებისმიერ ადამიანთან, განურჩევლად ასაკისა, გარეგნობისა და სქესისაც კი. აბსოლიტური პრომისკუიტეტი განასხვავებს ნიმფომან ქალს ისეთი ქალისაგან, რომელიც ავლენს გამოხატულ სექსუალურ აქტიურობას, მაგრამ შეუძლია ასე თუ ისე გააკონტროლოს საკუთარი სექსუალური ქცევა, რაც გამოიხატება პარტნიორის შერჩევაში. გამოყოფენ ნიმფომანიის რამოდენიმე სახესხვაობას: ნიმფომანია, რომელიც განპირობებულია სქესობრივი აღგზნების ხშირი შეტევებით, რომელიც აღმოცენდება თავის ტვინის ორგანული დაზიანების ან ჰორმონალური დარღვევების ფონზე; ნიმფომანია მანიაკალური მდგომარეობის ჩარჩოებში; ლიმფომანია განსაკუთრებით ძლიერი თანდაყოლილი სქესობრივი ლტოლვის ფონზე; მოჩვენებითი ნიმფომანია, რომლის დროსაც ქალი სხვადასხვა ფსიქოლოგიური და სოციალური ხასიათის მიზეზების გამო იძულებულია ჰქონდეს ბევრი სექსუალური კონტაქტი უამრავ პარტნიორთან. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც ნიმფომანია – აკვიატებული ან ზეღირებულებითი ხასიათის ჰიპერტროფირებული სქესობრივი ლტოლვაა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს დისონანსი ლიბიდოს ბიოლოგიურ და ფსიქიკურ კომპონენტებს შორის. სქესობრივი ლტოლვის აკვიატებული ხასიათი ქალს უბიძგებს პარტნიორების ხშირი შეცვლისაკენ, თუმცა თვითონ სექსუალურ კონტაქტებს სრული დაკმაყოფილება არ მოსდევს. ზოგიერთი სექსოლოგის აზრით, ლიბიდოს მომატების მხოლოდ ეს ვარიანტია ნამდვილი ნიმფომანია და გვხვდება ფსიქიკური დარღვევების დროს. ის უნდა გავარჩიოთ პათოლოგიური ჰიპერსექსუალობისგან, რასაც თან ახლავს ტვინის სტრუქტურების, კერძოდ ჰიპოთალამუსის სხვადასხვანაირი სიღრმისეული დაზიანებები. სექსუალობის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ასოციალური ქცევა, ბევრი შემთხვევითი კავშირებით და ალკოჰოლიზაციით, ასევე სქესობრივი და სოციალური კონტაქტების გართულება.
-
ნევროზები სექსუალური
[ბერძ.neuron –ნერვი] – სქესობრივი სფეროს ფსიქოგენური შექცევადი ფუნქციური დარღვევა, რომელიც ვლინდება მამაკაცების ან ქალების სექსუალური ფუნქციების ხარისხობრივ ან რაოდენობრივ დარღვევებში, ამა თუ იმ ფსიქოტრამვული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. გამოყოფენ ნევროტული დარღვევების ორ ჯგუფს: ნევროზები (შედარებით მძიმე და გრძელვადიანი მდგომარეობა) და ნევროტული რეაქციები (შედარებით მსუბუქი და ხანმოკლე დარღვევები). სქესობრივი ნევროზების დროს სექსუალური სფეროს გარდა, როგორც წესი, ადგილი აქვს სხვა სისტემების ფუნქციების დარღვევებსაც, ანუ ადგილი აქვს საერთო ნევროზის გამოვლინებას. ამიტომ სპეციალისტების უმრავლესობა თვლის, რომ სექსუალური ნევროზების, სქესობრივი ნევრასთენიის, ფსიქოლოგიური იმპოტენციის და ა.შ. ცალკე გამოყოფა და სექსუალური დარღვევების სხვადასხვა ნევროტული მდგომარეობების მიზეზად ან შედეგად ჩათვლა უსაფუძვლოა. მითუმეტეს, რომ ნებისმიერი ფორმის ნევროზისას (ისტერიული, აკვიატებული მდგომარეობის ნევროზი, ნევროტული დეპრესია, ნევრასთენია, და ა.შ.) შეიძლება გვხვდებოდეს სქესობრივი დარღვევების ნებისმიერი ვარიანტები: სქესობრივი ლტოლვის უმნიშვნელო დაქვეითებიდან – ერექციის და ეაკულაციის (მამაკაცებთან) სრული არარსებობის, ანორგაზმიის, გენიტალგიის და უკიდურესი ხარისხის ვაგინიზმის (ქალებთან) ჩათვლით. შესაძლებელია პირიქითაც, როდესაც ნევროზი აღმოცენდება არა ფსიქიკური ტრავმის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით გამოწვეული სექსუალური დარღვევების ფონზე. ასეთ შემთხვევებში, ინდივიდისთვის სქესობრივი ცხოვრების დიდი მნიშვნელობის გამო, წარმოქმნილი სექსუალური პრობლემები ახდენენ ძლიერ ფსიქოტრავმულ მოქმედებას ავადმყოფზე და თვითონ გვევლინებიან ნევროზის განვითარების მთავარ მიზეზად.
სექსუალური ნევროტული რეაქციები ვითარდება ნებისმიერ ასაკში და აღმოცენდება მატრამვირებელი ფაქტორის ზემოქმედებისთანავე. ხშირად მათი მიმდინარეობა მწვავე ან ქვემწვავეა, ხოლო კლინიკური სიმპტომატიკა შემოიფარგლება სქესობრივი დისფუნქციებით, საერთო ნევროზის არარსებობის ფონზე. მატრამვირებელი ფაქტორი, როგორც წესი, ავადმყოფისთვის კარგადაა ცნობილი და გაცნობიერებული. ყველაზე ხშირ ფსიქიკურ ტრავმებს წარმოადგენენ ერთ-ერთი მეუღლის სისტემატური ღალატი ან ოჯახიდან წასვლა, რაც წარმოადგენს ძლიერ დარტყმას დანაკარგის აუნაზღაურებლობის და გარშემომყოფთა თვალში დამცირების გამო. ქალისათვის მატრამვირებელ ფაქტორს ასევე წარმოადგენს პარტნიორის დაბალი სექსუალური კულტურა და სექსუალური გამოუცდელობა, გაუპატიურება, აბორტი, არასასურველი ფეხმძიმობის შიში, მამაკაცებთან – ქალის არასწორი ქცევა (პარტნიორის სექსუალური თვისებების დაცინვა), შეშინება სქესობრივი ურთიერთობის დროს, ვენერიული დაავადება ან მისი გადადების შიში და სხვა. დიდი მნიშვნელობა აქვს სქესობრივი ცხოვრების ფსიქოფიზიოლოგიის არასაკმარის ცოდნას, რის გამოც შეიძლება განვითარდეს საკუთარი შესაძლებლობების არასწორი შეფასება და საკუთარი თავის მიმართ არაადექვატურად მაღალი მოთხოვნილებების ფორმირება, რაც თავისთავად იწვევს მტანჯველ განცდებს ამ მოთხოვნილებების სრულად ვერ დაკმაყოფილების გამო.
ფროიდის თანახმად, ნევროზი დაკავშირებულია კონფლიქტთან ლტოლვასა და გრძნობას შორის, რომელიც წარმოიშვება არაცნობიერ დონეზე; ცნობიერ დონეზე მისი დამუხრუჭებით, კორექციით და კონფლიქტის შემდგომი რეგრესიით არაცნობიერში. ამავე დროს, თვითონ კონფლიქტი აქტიური რჩება და ვლინდება სხვადასხვა გადახრებში, მათ შორის სექსუალური ნევროზებში.