search close
picture პოლიტიკის დოკუმენტი

გენდერის სამართლებრივი აღიარება საქართველოში - პოლიტიკის დოკუმენტი 2022

16 ივნისი 2022

წინამდებარე დოკუმენტი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, ლგბტი სათემო ორგანიზაციებისა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის შეიქმნა, ტრანს ადამიანების გენდერის სამართლებრივი აღიარების ადვოკატირების პროცესში გამოსაყენებლად.

დოკუმენტის მიზანია გენდერის სამართლებრივი აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები უწყებების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის სამინისტროს და სხვა უწყებების საქმიანობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

დოკუმენტის მზადების პროცესში დამუშავდა საქართველოსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობა და ადმინისტრაციული რეგულაციები, მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები, ტრანს ადამიანებთან ჩატარებული კვლევები და პოლიტიკის დოკუმენტები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

დოკუმენტი კონცენტრირებულია ბინარული ტრანს ადამიანების – ტრანსგენდერი ქალების და ტრანსგენდერი კაცებისთვის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე და არ მოიცავს ინტერსექსი, არაბინარული ან გენდერულად არაკონფორმული ადამიანების პერსპექტივას. ამ ჯგუფების სპეციფიკა დამატებითი კვლევის საგანია.

გენდერის სამართლებრივი აღიარება - პოლიტიკის დოკუმენტი