search close
picture ღონისძიება

ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება

გამართვის თარიღი : 23 ნოემბერი 2019

ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენი ყოველდღიური რუტინების ქალაქი, ჩვენი ყოველდღიური ქუჩების და ცხოვრების, იგივე ადგილები. ვფიქრობთ, რომ ამ ადგილებს ვიცნობთ კარგად და სხვებისგანაც მოველით, რომ ისინიც ისე ხედავენ, განიცდიან და ცხოვრობენ ამ ადგილებს, როგორც ჩვენ, მაგრამ პერსპექტივები განსხვავებულია. ქალაქი სავსეა წინაამდეგობრივი გამოცდილებებით და მასში მცხოვრებთა ნაკვალევებით.

ტრანს აუდიო გასეირნების 5 გიდი გაგიძღვებათ დადგენილ მარშრუტზე, ქალაქის ერთ ნაწილში. თქვენ მათ მოუსმენთ, მაგრამ ვერ დაინახავთ, ისევე, როგორც ხშირად ჩვენთვის უხილავია მათი ცხოვრება და ბრძოლა.

ეს არ არის გასეირნება ქალაქის დამალული ადგილების აღმოსაჩენად, ეს არის მცდელობა დათმო საკუთარი ხედვები და სურათ-ხატები, და მიყვე სხვის თხრობას, რომ დაინახო, რამდენად ემთხვევა ან არ ემთხვევა ქალაქის რუკაზე შენ მიერ მონიშნული ნაცნობი ადგილები სხვებისას, რას იხსენებ შენ იმ ადგილების შესახებ, რომლებზეც ისინი საკუთარი ცხოვრებიდან გიყვებიან, რამდენად გავს ჩვენ მიერ შედგენილი ქალაქის რუკები ერთმანეთს?

ტრანს აუდიო გასეირნება არტისტ მარეიკე ვენცელის იდეაა. მონაწილე ტრასნგენდერი ქალები აუდიო გიდობას უწევენ მარშრუტს, რომლის გავლისას ხდება რუკაზე იმ ადგილების მონიშვნა, რომლებიც ქალაქში ტრანს ისტორიას ინახავს და ადგენს. ტრანს აუდიო გასეირნება მარეიკე ვენცელის და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) კიდევ ერთი ერთობლივი პროექტია, რომელიც ტრანს ხსოვნის დღეს ეძღვნება.

მარშრუტის ბოლო პუნქტია ინსტალაცია „გრადაცია“, რომელიც WISG-ის კიდევ ერთი კოლაბორაციული პროექტია, არტისტ უტა ბექაიასთან და Propaganda.network-თან თანამშრომლობით, ტრანს ხსოვნის დღის აღსანიშნავად.

იდეა და კონცეფცია: მარეიკე ვენცელი.
მონაწილეობენ: გაბი, იულია, ნატა, თაკო და ვოვა.
პროექტის კოორდინატორი: ნატალია მჭედლიშვილი.
ხმის დიზაინი: ანა ჯიქია.
ინტერვიუები მოამზადეს: ნინო კალანდიამ, ნინო ხარჩილავამ, მარეიკე ვენცელმა.
სიმღერების ავტორი: ვოვა.
განსაკუთრებული მადლობა ეკატერინე გეჯაძეს და ნინო გოგუას.
პროექტი: "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი"(WISG)