search close
picture ღონისძიება

ტყის ვარდი | ონლაინ გასეირნება ტრანს თემის სოლიდარობისთვის

გამართვის თარიღი : 1 აპრილი 2020 - 5 აპრილი 2020

"ტყის ვარდი - ტრანს აუდიო გასეირნება" არტისტ მარეიკე ვერნცელის, ტრანს აქტივისტების და "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG)" ერთობლივი პროექტია, რომელიც, თავდაპირველი ფორმატით, ფიზიკურ სივრცეში ხორციელდება და რომლის იდეა ეფუძნება ქალაქის რუკაზე მონიშნული ადგილების და გზების დაკავშირებას ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიურ გამოცდილებასა და მეხსიერებასთან.

ტრანს ხილვადობის საერთაშორისო დღეს, თბილისში “ტყის ვარდის” მარშრუტი კიდევ ერთხელ უნდა გაგვევლო, თუმცა საგანგებო მდგომარეობა*, რომელიც ახლა გლობალურ რუკაზე პანდემიის კრიზისის სიმბოლოებს ქმნის, ფიზიკურად ერთად დგომის საშუალებას არ გვაძლევს. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვენლოვანი ხდება ერთმანეთის მოსმენა.

პროექტი 5 აპრილის ჩათვლით ონლაინ სივრცეში განხორციელდება და ქვემოთ მოცემული რეგისტრაციის ფორმის საშუალებით, ელექტრონულ ფოსტაზე გამოგიგზავნით მარშრუტის რუკას და ბმულებს ხმოვან ფაილებზე:
http://shorturl.at/twF34

*Covid-19 პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის და სახელმწიფოს მიერ ტრანს და ქვიარ თემის სოციალური საჭიროებების სრული უგულებელყოფის პირობებში, თბილისში აქტივისტთა და მოქალაქეთა მობილიზებით შეიქმნა ტრანსგენდერთა სოლიდარობის ჯგუფი. სოლიდარობის ჯგუფში დონაცია შეგიძლიათ ბმულში მითითებულ ანგარიშებზე:
https://www.women.ge/ka/news/newsfeed/273/