“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ გეპატიჟებათ კინო ჩვენებებზე 6-დან 10 მარტის ჩათვლით.
ფილმის ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანის“ პატარა დარბაზში საღამოს 9 სთ-ზე.
დასწრება თავისუფალია
გაეცანით აფიშას:
6 მარტი - „როზა ლუქსემბურგი“ (გერმანია 1986)
რეჟისორი: მარგარეტ ფონ ტროტა.
როლებში: ბარბა სუკოვა, ჰანეს იანიკე, დანიელ ოლბრუსკი, დორის შადე.
როზა ლუქსებურგის როლის შესრულებისთვის ბარბა სუკოვამ 1986 წელს კანის კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. თავად ფილმმა კი გერმანიის კინემატოგრაფისტთა ჯილდო.
სოციალიზმი, მარქსიზმი, ამხანაგები: როზა და კლარა ცეტკინი, ვილჰელმიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, პირველი მსოფლიო ომი და როზა ლუქსემბურგის მოთმინებით აღსავსე ცხოვრება! (ფილმს გერმანულად სწორედ ასე ჰქვია „როზა ლუქსემბურგის მოთმინება“)
7 მარტი -„ანტონია“ (ნიდერლანდები, დანია 1995)
რეჟისორი: მარლენ გორისი.
როლებში: ვილეკე ვან ამელროი, ელს დოტერმანსი, იან დეკლერი.
„ის რაც ხდება მთელში, აისახება ნაწილში და პირიქით, რაც ხდება ნაწილში, ხდება მთლიანშიც“–მორენოს ეს სიტყვები ზუსტად აღწერს მარელენ გორის 1995 წლის ოსკაროსანი ფილმის მთავრ ხაზს. ანტონია–პროტაგონისტი, თავისი პატარა სამყაროს მატრიარქია. სწორედ ამ ქალის დიდ ოჯახში მიმდინარე მოვლენებითაა აღწერილი მთლიანი საზოგადოების განვითარების ეტაპები.
8 მარტი - „დაფნა“ (ბრიტანეთი 2007)
რეჟისორი: ქლერ ბივანი.
როლებში: ჯერალდინა სომერვილი, ელიზაბეთ მაქგოვერნი, ჯანეტ მაკტირი, ქრისტოფერ მალკოლმი.
„სიყვარული ერთია–ყველასთვის და თითოეულისთვის. ღმერთია მოწამე, მზად ვარ ნაწლავები გადმოვაყრევინო მას, ვინც სიყვარულს ავხორცობას უწოდებს!“ ამ სიტყვების ავტორს მთელი ცხოვრება ეშინოდა, არავის ემხილებინა იგი „ვენეციურ მიდრეკილებებში“. თავის სულიერ მდგომარეობას დაფნა დიუმურიე „ყუთში გამოკეტილ ბიჭს“ ადარებდა. ფინანსურად დამოუკიდებელი და რეალიზებული მწერალი, რომელიც დამოკიდებული იყო ყველაზე და ყველაფერზე: ქმარი, ბავშვები, საყვარელი ქალი, მისი მდიდარი გამომცემელი მეუღლე, კიდევ ერთი საყვარელი ქალი, სასამართლოს გადაწყვეტილებები, საზოგადოებრივი აზრი, მშობლების მეგობრები და ა.შ.
ფილმში დაფნა დიუმურიეს ერთი–ერთი სასამართლო პროცესია აღწერილი, სადაც მას „რებეკას“ შინაარსის აუთენტურობაში ედავებიან. ეს რომანი ალფრედ ჰიჩკოკის მიერ ეკრანიზირდა, ისევე როგორც დაფნას „ჩიტები“. მწერალს კიდევ ჰქონდა სასამართლო პროცესი თომას მანის „სიკვდილი ვენეციაში“ შინაარსის პლაგიატის გამო, თუმცა მან ორივე პროცესი მოიგო.
9 მარტი - "შეყვარებულები კაფე დე ფლორიდან" (საფრანგეთი 2006)
რეჟისორი: ილან დიურან კოენი.
როლებში: ანა მუგლალისი, ლორანტ დოიჩი, ჯენიფერ დეკერი, კელმეს პოუზი.
სიმონ დე ბოვუარის და ჟან–პოლ სარტრის მნიშვნელობისა და პოპულარობის მიუხედავად მათი ბიოგრაფიის ეკრანიზაცია თითქმის არ არსებობს. გერმანულ–ფრანგული ტელეარხის, არტეს რეჟისორმა ილან დიურან კოენმა სწორედ ამ ვაკუუმის ამოვსება სცადა თავის ფილმით "შეყვარებულები კაფე დე ფლორიდან", რომელიც ამ ორი ადამიანის სრული ბიოგრაფიის ეკრანული აღწერის მცდელობაა.
10 მარტი - „17 გოგო“ (საფრანგეთი 2012)
რეჟისორი: დელფინ და მურიელ კულენი
როლებში: ნოემი ლვოვსკი, როქსან დურანი, ლუიზა გრინბერგი.
ყველაფერი დასაშვებია, მისაღებია, გასაგებია და კონტროლირებადია. ერთი რამის გარდა–ესაა ნადრევი ორსულება! მაგრამ რა მოხდება, თუ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის მოპოვების გამო, ემანსპირებულ და კონტრაცეპტივებით გაჟღენთილ საფრანგეთში ქალიშვილები მასობრივ დაფეხმძიმებას გადაწყვეტენ...