"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე" ( StudioMobile - Accent on Action ) გიწვევთ კინოჩვენებასა და დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაც ლგბტ ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობაა.
წარმოგიდგენთ ლია ჯაყელის დოკუმენტურ ფილმს "ვაჩნაძის ქუჩა", რომელიც 2013 წლის 17 მაისის მოვლენებს ეხება და განიხილავს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გავლენას ლგბტ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერების ცხოვრებაზე.
კინოჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, სადაც ვისაუბრებთ თანამედროვე ქართულ კონტექსტში შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაზე, ლგბტ ადამიანების მიერ საჯარო სივრცის დაკავების მნიშვნელოვნებასა და იმ საკითხებზე, თუ რა ზეგავლენას ახდენს ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები ლგბტ ადამიანების პირადი სივრცის დაცულობაზე.
სტუმრებს ასევე, საშუალება ექნებათ, იხილონ ფოტოგამოფენა.
ფილმი წარმოდგენილი იქნება ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.
დასწრება თავისუფალია.